"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღოს რათა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეძლოს მადრიდის "რეალის" 2 ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუსა და გარეტ ბეილის დამატება – იტყობინება "the Daily Express".
საუბარია £245 მილიონიან შეთავაზებაზე. იმ შემთხვევაში თუ მადრიდული მხარე ტრანსფერის პირობებს დასთანხმდება ტრანსფერში გადახდილი თანხა სარეკორდო აღმოჩნდება.
"წითელი ეშმაკები" წინა თვეშიც ცდილობდნენ გარეტ ბეილის შეძენას, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია რონალდუსა და კლუბის ხელმძღვანელობის დაპირისპირების შესახებ, რითაც სეზონის ბოლოს "იუნაიტედს" რონალდოს დამატების შესაძლებლობა უჩნდება.
პორტუგალიელი ამჟამად £150 მილიონით ფასდება, უელსელის შეძენა კი "იუნაიტედს" £95 მილიონის ფასად შეეძლება.