”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს , სერ ალექს ფერგიუსონს, სურს ”რეალის” ამჟამინდელი და ”იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს დაბრუნება.
”მე ვისურვებდი მის ნახვას ჩვენს შემადგენლობაში, მაგრამ პირველ რიგში მის გადმოსაბირებლად ჩვენ დაგვჭირდება დიდი ფულის დახარჯვა, ასევე არამგონია მადრიდელებმა მოისურვონ მისი გაყიდვა.”-განუცხადა ლეგენდარულმა მწვრთნელმა The Sun-ს.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს კონტრაქტი ”რეალთან” 2015 წლამდე აკავშირებს და კლუბი მზადაა გაყიდოს იგი 120 მილიონ ფუნტად. თავის დროზე კი ”მანჩესტერმა” რონალდოს ტრანსფერით 80 მილიონი ფუნტი მიიღო.