"ბრედფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ფილ პარკინსონმა განაცხადა, რომ მის გუნდს, რომელიც ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშების სენსაციად ითვლება, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრა სურს.
კვირას "ბრედფორდმა" ყველას გასაოცრად "სანდერლენდი" 2-0 დაამარცხა, ხოლო წინა რაუნდში "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" 2-4 სძლია.
ფილ პარკინონი საკუთარი გუნდის ძალებში დარწმუნებულია და სურს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიც" დაამარცხოს.
"ბელი პერეიდზე" ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ბედნიერები ვიქნებოდით "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრის საშუალება რომ მოგვეცეს. პრეზიდენტს პრემიერ ლიგის რომელიმე დიდი გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე თამაში სურს, მაგრამ მე სახლში თამაში მირჩევნია.
თუ ჩვენი მიდგომის ერთგულები ვიქნებით, ნებისმიერი ვინმეს წინააღმდეგ გვექნება შანსები. უნდა შევინარჩუნოთ ჭეშმარიტება, ვაკეთოთ სწორად და ვითამაშოთ, როგორც გუნდმა. მნიშვნელოვანია, რომ პიროვნებები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. არავითარი ეგო და შედეგიც აუცილებლად იქნება.
დღევანდელი მატჩი იყო ბონუსი, რომელიც "ჩელსის" დამარცხებამ მოგვცა. მომდევნო რაუნდში მონდომება მხოლოდ გაიზრდება - "უემბლიმდე" ერთი მატჩი გვაშორებს. მთელ ძალებს დავხარჯავთ, ნებისმიერი შესაძლებლობით შევუტევთ და მოედანს ამაყად დავტოვებთ." - განაცხადა "ბრედფორდის" მწვრთნელმა.