თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2015, 12:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1778,
კომენტარები: 4
იანგი: "დი მარია კარგი შენაძენია"
ეშლი იანგი ანხელ დი მარიაზე საუბრობს.
იანგი:
ეშლი იანგი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ძვირი შეცდომა არ დაუშვია, როცა პრემიერ ლიგის სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა და ანხელ დი მარია შეიძინა.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დი მარიამ მადრიდის "რეალი" დატოვა და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.

საწყისი ნიშნები კარგი იყო, რამდენიმე მატჩში სახელდებოდა საუკეთესო ფეხბურთელად და "ლესტერის" მეკარეს, კასპერ შმეიხელს დიდებული გოლიც გაუტანა.

თუმცა 2014 წლის მიწურულს ტრავმა მიიღო, რომელმაც ანხელს ძლიერ შეუშალა ხელი.

იანგი დი მარიას დიდი გულშემატკივარია და აცხადებს, რომ ანხელის გადაბირებით "იუნაიტედმა" ჭკვიანური შენაძენი განახორციელა.

"ანხელი ფანტასტიური შენაძენია.

მადრიდის "რეალს" არაერთი დიდებული ფეხბურთელი ჰყავს, კრიშტიანუ რონალდუ და გარეტ ბეილი, მაგრამ დი მარიამ გასულ სეზონში მთელს გუნდში ჩემი ყურადღება გამორჩეულად მიიპყრო.

როცა ხარისხს უმატებ გუნდს, რომელსაც უკვე აქვს ხარისხი, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება.

ვარჯიშის პირველ დღეებში ვნახეთ რამდენად კარგი ფეხბურთელია ანხელი და რას უნდა ველოდეთ მისგან. ნამდვილად დიდებული შენაძენია."
- განაცხადა იანგმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 12:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მას ჰკითხე შენისთანასთან ერთად თუ უთამაშია ოდესმე, მისთვის რაოდენ დიდი პატივია შენი პასის მიღება.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2015 12:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
როცა ხარისხს უმატებ გუნდს, რომელსაც უკვე აქვს ხარისხი, ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება.


გააჩნია. ყველა კალიბრის და ყველა ხარისხის ფეხბურთელი არ ერგება გუნდს. ინდივიდუალურად შესაძლოა უმაღლესი დონის იყოს, მაგრამ კონკრეტულ გუნდს ვერ შეეწყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2015 16:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გასულ სეზონში რაც იყო იმის ნახევარიც არაა ეხლა გუნდში
0
№4
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2015 17:33
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვარჯიშის პირველ დღეებში ვნახეთ, რამდენად კარგი ფეხბურთელია ანხელი და რას უნდა ველოდეთ მისგან

რამდენად კარგი ფეხბურთელია ვიცით ჩვენც და სწორედ მაგიტომ უფრო მეტს ველით მისგან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top