"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ვიქტორ ვალდესმა ჯერ სარეზერვო გუნდში უნდა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები, ხოლო ამის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მოიპოვოს ადგილი.
33 წლის ვალდესმა "იუნაიტედთან" ხელმოწერის შემდეგ თამაშის ჩატარება მხოლოდ დუბლ-შემადგენლობაში შეძლო. ბევრი ელოდა, რომ "FA Cup"-ის შეხვედრაში სწორედ ვიქტორს იხილავდნენ მინდორზე, თუმცა კარის ხაზი, როგორც ყოველთვის დავიდმა დაიცვა.
შესაბამისად, ვალდესმა რეზერვებში თამაშით უნდა დაამტკიცოს მისი პროფესიონალიზმი და შემდეგ ესპანელი კარის დარაჯი შესაძლოა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ვიხილოთ.
"როდესაც თქვენ არ ითამაშებთ ერთი წლის განმავლობაში, თქვენი შესაძლებლობა უნდა წარმოაჩნიოთ დაბალ დონეზე. მან უნდა ითამაშოს რეზერვებში, ისევე როგორც ეშლი იანგმა და მაიკლ კერიკმა. ჩემი აზრით ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა." განაცხადა ვან გაალმა "BBC"სთან ინტერვიუში.