გერმანული წყაროების თანახმად, "დორტმუნდის ბორუსია" ზაფხულში შეტევის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს.
ეს ყველაფერი უსაფუძვლოდ ნამდვილად არ ხდება, რადგანაც გუნდს გიოტცესა და ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ კლუბს აშკარად აქვს პრობლემები შეტევაში. მიუხედავად იმ შეძენილი ფეხბურთელებისა, რომლებიც "დორტმუნდმა" გასულ ზაფხულში გაიფორმა გუნდი ვერ ახერხებს ამ პრობლემების გადაჭრას.
"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის ახალი სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიერი ვინგერი ლუიშ ნანია. როგორც ბოლო დროს გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ ნანი კარგ სეზონს ატარებს "სპორტინგში", ლუი ვან გაალს არ სურს მისი "იუნაიტედში" ხილვა და სწორედ ამიტომ ზაფხულში პორტუგალიელ შემტევის გაყიდვას უპირებს.
ნანის მსურველთა სიას "დორტმუნდიც" შეემატა. წყაროს თანახმად გერმანული კლუბი მზადაა პორტუგალიელში 13 მილიონი გადაიხადოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო დროს ნანი საკმაოდ კარგად ასპარეზობს, ეს თანხა მისაღებია.