"კემბრიჯის" წინააღმდეგ განმეორებით მატჩში თქვენ "იუნაიტედის" რიგებში 100-ე შეხვედრა ჩაატარეთ. ამაყობთ ამ მიღწევით?"მე ამით ვამაყობ. ფეხბურთში ასეთი მომენტები ხდება, თუმცა კლუბში 100 მატჩის ჩატარება უბრალოდ შესანიშნავია. ამ იუბილეს შესახებ, მოედანზე გამოსავლამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგე და ამით ორმაგად გახარებული ვიყავი."
რა მოგონებები გაქვთ ამ 100 მატჩიდან?"ალბათ, პრემიერ ლიგის გამარჯვება. ამის აღწერა სიტყვებით არ შემიძლია. გამარჯვება და ყველაფერი რაც ამასთან არის დაკავშირებული: დაუვიწყარი აღლუმი ქალაქის ცენტრში. ჩემპიონატის მოგება, ჩემთვის ერთ–ერთი მთავარი მიზანი იყო, როცა "იუნაიტედში" მოვედი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამის გაკეთება შევძელი. მე ნამდვილად მინდა გუნდს კიდევ ერთი ტიტულის მოგებაში დავეხმარო."
შეგეცვალეთ ბოლო დროს საფეხბურთო თვალსაზრისი? თქვენ სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობთ."დიახ, ეს ასეა. როდესაც "იუნაიტედში" მოვედი, მარცხენა ვინგერის ამპლუა მოვირგე, თუმცა ჯერ-ჯერობით სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის ძალა შემწევს. ვფიქრობ, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშე უნდა მოერგოს კლუბის ვითარებას, უნდა შეძლოს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. მჯერა, რომ მწვრთნელი ჩვენგან ამას ელოდება. ახლა მე გუნდში ერთ-ერთი ასაკოვანი ფეხბრუთელი ვარ და მინდა, რომ ახალგაზრდა ბიჭებს დავეხმარო. მე ამ კუთხით შევიცვალე. ახლა მე თამაშით სიამოვნებას ვიღებ."
როგორ შეაფასებდით ამ სეზონში საკუთარ თამაშს?"ვფიქრობ, ყველაფერი არც თუ ისე ცუდად მიდის. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის საუკეთესონი უნდა ვიყოთ. მე საკუთარი თავის დაუნდობელი კრიტიკოსი ვარ. ყოველთვის მინდა შესაძლებლობები გამოვიყენო, თამაშის შემდეგ მცდარ გადაწყვეტილებებზე ვფიქრობ. მეჩვენება, რომ თუ ტრავმას არ გავითვალისწინებთ სეზონი კარგად მიდის. ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ წარმატებული თამაშს განვაგრძობთ."
თქვენ ბრწყინვალედ თამაშობთ უინგერ-ბექის პოზიციაზე. მოგეცათ თქვენ ახალი როლით, ახალი სუნთქვა?"შეიძლება ითქვას, რომ კი. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მოთამაშეებს დააკვირდებოდა და სწორედ ამის შემდეგ გამოიტანდა დასკვნებს, ამიტომ მე თავის საუკეთესოდ წარმოჩენას ვცდილობდი. სეზონის დასაწყისით ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა შემდეგ ტრავმა მივიღე, რაც ყოველთვის სამწუხაროა. ახლა ფორმაში ვარ და მინდა ძირითად შემადგენლობაში დავბრუნდე."
რითი ჰგავს "დაიმონდში" თქვეი პოზიცია უინგერ-ბექს? თქვენ მარცხენა მცველის პოზიციაზეც კი გიხილეთ"დიახ, მე უინგერ-ბექის პოზიციაზე ვთამაშობდი. მარცხენა მცველადაც და "დაიმონდით" თამაშისასაც მივიღე მონაწილეობა. ვან გაალი ყოველ მატჩში ახლიდან ირჩევს ტაქტიკებს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა მოედანზე სამი ან ოთხი მცველი. ჩვენ ნებისმიერ სქემას მოვერგებით. აშკარაა, რომ მატჩამდე კარგად ვემზადებით და ჩემი აზრით, ორივე ვარიანტი კარგად მუშაობს."
მუდმივად ერთ პოზიციაზე თამაშს ამჯობინებთ, თუ მოგწონთ ცვლილებები?"ცვლილებები ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ბევრ მოთამაშეს სურს, მხოლოდ ერთ ადგილას თამაში, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი მოედანზე გამოსვლაა."
შეხედეთ სატურნირო ცხრილს. როგორ შეაფასებდით "იუნაიტედის" მდგომარეობას?"ამ ეტაპზე გვესმის, რომ პრემიერ ლიგის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ არაფერს არ დავთმობთ. გუნდური სულისკვეთება მოწოდების სიმაღლეზეა და ამ სულისკვეთებას ჩვენ მატჩებშიც ვინარჩუნებთ. ჩვენ უბრალოდ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და მომავალი მატჩებიდან თითოეულ მატჩებში შესაძლო სამი ქულა მოვიპოვოთ."
თქვენი აზრით, რა გადაწყვეტს საბოლოოდ ჩემპიონატის ბედს?
"ყველაფერი ყოველ კვირას იცვლება, ასე რომ შედეგს არამარტო ფავორიტებს შორის მატჩები არ გადაწვყეტს. ეს მთავარია, მაგრამ ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ყოველი თამაში თასის ფინალს გავს. ჩვენ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ და სულისკვეთება განვამტკიცოთ."
ბედნიერნი არიან მოტამაშეები, რომ მათ ორი ტიტულისთვის ბრძოლა უწევთ?
"თუ გასახდელ ოთახს გადავხედავთ, ყველა მოთამაშე საკუთარ თავში დარწმუნებულია. ჩვენ ყველა ვიბრძვით შემადგენლობაში მოსახვედრად და ეს კონკურენცია ჩვენს სასარგებლოდ არის. ბევრი ლეგიონერი ასოციაციის თასს ტელევიზორით უყურებს და იციან, თუ რა პრესტიჟული ტურნირია ეს. "იუნაიტედში" ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც ეს ტურნირი არასოდეს მოუგიათ, ამიტომ ჩვენ გვინდა ეს სურვილი მათ ავუსრულოთ."
რა სჭირდება გუნდს, რათა შეინარჩუნოს უმაღლესი დონე ყოველ თამაშში?
"გუნდის სულისკვეთებაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენ ყოველთვის კარგ განწყობაზე ვართ და ყოველდღე უკეთესობისაკენ მივისწრაფვით. მოთამაშეებმა საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობები უნდა იცოდნენ და თითოეული ჩვენგანი უნდა დავრწმუნდეთ, რომ მთავარია გუნდმა ქულები მოიპოვოს."
გელაპარაკათ თუ არა ფეხბურელებს, მთვარი მწვრთნელი ჩემპიონატის ბოლო ეტაპის წინ და თასის გათამაშებაზე? რა თქმა უნდა, ლუი ვან გაალი ხშირად გვესაუბრება. მან იცის, რომ FA-ს თასი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის. ასევე იგი შესანიშნავად ხვდება, რომ გუნდი პროგრესს განიცდის. ადვილი ნამდვილად არ იქნება, თუმცა როგორც უკვე გითხარით "იუნაიტედი" ყოველთვის ბოლო წამებამდე იბრძოლებს.
წყარო:
carrick.ru