მადრიდის "ატლეტიკო" მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" ხუან მატას შეძენის თაობაზე შეთავაზება გაუკეთოს.
The Sun იტყობინება, რომ მოლაპარაკებაში შესაძლოა მადრიდული კლუბის ნახევარმცველი, კოკე ჩართონ, რომლის სახელს დიდი ხანია უკავშირებენ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებს.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ატლეტიკო" ერთადერთი ესპანური გუნდი არაა, რომელსაც ხუანის შეძენა სურს.
"იუნაიტედის" "რვიანის" მიმართ ინტერესს "ბარსელონაც" იჩენს. კატალონიურ გრანდს მისი სახით გუნდის გაძლიერება სურს, თუმცა FIFA-ს მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, "ბარსელონა" 2015 წელს ფეხბურთელის შეძენას ვერ მოახერხებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხუან მატას "იუნაიტედში" რეგულარული სათამაშო დრო აღარ ეძლევა და უკანასკნელი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში მან ქპრ-ს წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.