"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" "ნოტინგემ ფორესტის" 18 წლის ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის, ტაილერ უოქერისთვის ბრძოლაში ჩაებნენ, რომელიც ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის დეს უოქერის შვილია.
"Sunday People"-ის ცნობით, 18 წლის ინგლისელმა პრემიერ ლიგის მრავალი გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის "ტოტენჰემი" და "არსენალიც" არიან, რომლებმაც უკვე გაგზავნეს სკაუტები "სითი გრაუნდზე" რათა დაკვირვებოდნენ მას.
უოქერი, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა "ნოტინგემ ფორესტის" ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ახალი მწვრთნელი დაგი ფრიდმანი მისცემს მას პირველ გუნდში თამაშის საშუალებას.