"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "პორტოს" 25 წლის ალჟირელ ვარსკვლავში, იასინ ბრაჰიმში £29,5 მილიონი გადაიხადოს.
ბრაჰიმი, რომელიც დღესდღეობით პორტუგალიის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, მზად არის სეზონის ბოლოს ამჟამინდელი კლუბი დატოვოს და უფრო დიდ კლუბში გადაბარგდეს.
იასინის მიმართ ინტერესს თანაქალაქელი "სიტიც" იჩენს, მაგრამ სხვადასხვა წყაროების მიხედვით "იუნაიტედი" მზად არის "სიტის" შეთავაზება გააუმჯობესოს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ალჟირელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებული 25 მატჩში 10 გოლია.