"იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ანხელ დი მარიას მისამართით სათანადო საქებარი სიტყვები გამოიყენეს, რომელმაც ახლახანს 27-ე დაბადების დღე აღნიშნა.
მარკოს როხო: "ანხელს პირველად ნაკრების რიგებში შევხვდი. ყოველთვის დიდებული ადამიანი იყო და გაცნობის პირველივე დღეს გამოვნახეთ საერთო ენა. ახლა ერთი კლუბის რიგებში ვთამაშობთ და ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდებული ფეხბურთელია, ძალიან მოკრძალებულია. შესანიშნავი მეოჯახეა და თავის ნათესავებს მსოფლიოში ყველაფერზე მაღლა აყენებს."
მაიკლ კერიკი: "სიცოცხლის განმავლობაში არაერთი ტექნიკური ფეხბურთელი მინახავს, მაგრამ ანხელი ერთ-ერთი გამორჩეულია მათ შორის. ბურთთან მუშაობის თავისებური მანერით ძალიან მაგონებს ახალგაზრდა რაიან გიგზს. დიდებულია, რომ ჩვენს გუნდში არის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია."
ფილ ჯონსი: "ანხელი ფანტასტიური ფეხბურთელია. საკმაოდ მშვიდი ადამიანია და გასახდელში ძალიან მოკრძალებულად იქცევა. მოედანზე კი თავის საქმეს ფენომენალურად ასრულებს და მოწინააღმდეგის დაცვისთვის ნამდვილი ღამის კოშმარია. ანხელი სწორედ ის არის, ვინც გვჭირდება."
დეილი ბლინდი: "მახსოვს ჩემპიონთა ლიგაზე როგორ ვთამაშობდი მის წინააღმდეგ "აიაქსის" რიგებში. ძალიან რთულია თავი დაიცვა, როცა მას ეთამაშები და მიხარია, რომ ახლა ერთ გუნდში ვართ. მის სახეს ღიმილი არასდროს შორდება, ამიტომ მსიამოვნებს მის გვერდით თამაში! ინგლისურ ენას უკვე ეჩვევა, ამიტომ ხშირად ვეხუმრებით კიდეც. დიდებულია, რომ ასეთი ადამიანი "იუნაიტედში" თამაშობს."