"პრესტონის" ფეხბრუთელმა ჯოშ ბრაუნჰილმა აღია, რომ ერთ დროს ჩამოვარდა ხმა თითქოს მისი ოცნება "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში იყო.
"ეს გუშინდელი დღესავით მახსოვს. შევედი ოთახში მშობლებთან ერთად, სადაც ბრაიან მაკკლეირი და ტონი უელანი იყვნენ. როდესაც მათ განაცხადეს, რომ კლუბმა სტიპენდია შემიწყვიტა, ჩემი სამყარო მაშინვე დაიშალა. ძალიან ცუდად ვიყავი. "იუნატიედი" ძალიან მიყვარდა. ამის შემდეგ პირადად გავესაუბრე კრიშტიანუს, უეინს, პოლს, რაიანსა და სერ ალექსს. მომეჩვენა, რომ აკადემიაში მოსახვედრად ყველაფერი გავაკეთე. თუმცა უარი მითხრეს, რამაც ფაქტიურად მომკლა."
"არ ვაპირებ "იუნაიტედის" მატჩის განხილვას, მომეცა შესაძლებლობა დავამტკიცო, რომ ისინი ერთ დროს შეცდნენ. თუმცა ისიც ძალიან მაინტერესებს, რატომ არ მოვხვდი იქ. იმ დღეებში იმავე ასაკობრივ ჯგუფში ჩემთან ერთად პედი მაკნეირი და ჯეიმს უილსონიც იყვნენ, ახლა კი ისინი პირველ გუნდში არიან. მოხარული ვარ, რომ მათ ვნახავ და მატჩის დაწყებამდე რამოდენიმე ფრაზასაც გავცვლით."-განაცხადა ახალგაზრდა ნახევარმცველმა