ESPN "მანჩესტერ იუნაიტედში" არსებულ თავის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეშლი იანგსა და კლუბს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
გასულ ზაფხულს ბრიტანული პრესა ხშირად წერდა, რომ იანგს "ოლდ ტრაფორდე" მომავალი არ აქვს და "იუნაიტედს" დატოვებდა, მაგრამ როგორც ჩანს "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელის თამაშმა ლუი ვან გაალი მოხიბლა.
მიმდინარე სეზონში იანგმა პრემიერ ლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ სტატისტიკის გაუმჯობესებაში ტრავმებმა შეუშალეს ხელი, რომეთაგან ერთ-ერთს ამჟამად იშუშებს.
ინგლისელმა ნახევარმცველმა 5 წლიანი კონტრაქტი 2011 წელს გააფორმა და ახლა, როცა მის ამოწურვამდე 1 წელია დარჩენილი, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.