გუშინ უემბლიზე გაიმართა "ინგლისსა" და "სან მარინოს" შორის შეხვედრა, სადაც ინგლისელებმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, 5-0. აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 3-მა ფეხბურთელმა მიიღო თამაშში მონაწილეობა და არც ერთი არ დახარჯულა ურიგოდ, ტომ კლევერლიმ და დენი უელბეკმა 90 წუთი ითამაშეს, ხოლო დუბლის ავტორმა, რუნიმ სტადიონი 73-ე წუთზე დატოვა, მის მაგივრად ენდი ქეროლი შემოვიდა. რაც შეეხება "მანჩესტერელების" ღვაწლს, რუნიმ 35ე წუთზე გაიტანა მეტად მნიშვნელოვანი პენალი, 2 წუთში თავი გამოიჩინა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, დენი უელბეკმა 37-ე წუთზე, აარონ ლენონის ასისტით, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. მეორე ტაიმი გოლებით კვლავ რუნიმ გახსნა, 70-ე წუთზე მან კვლავ აარონ ლენონის პასით გაიტანა გოლი და დუბლი გაიფორმა, უელბეკის ჯერიც მოვიდა ის არ ჩამორჩა რუნის და ზუსტად 2 წუთში კლევერლის პასის წყალობით ანგარიში 4-0 გახადა, ხოლო ბოლო მეხუთე გოლი "არსენალის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ოქსილანდ ჩემბერლენმა გაიტანა, კვლავ და კვლავ კლევერლის პასით, მაშ ასე: "რუნი 2 გოლი, უელბეკი 2 გოლი, კლევერლი 2 ასისტი."