თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2015, 11:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2577,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "დე ხეას არაფერი გადაურჩენია"
ვან გაალი დე ხეაზე საუბრობს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი არ თვლის, რომ დე ხეა გუნდისგან გამოყოფილი უნდა იყოს და ისე აქებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში გასაოცარ ფორმაში იმყოფება.

24 წლის კიპერის სეივები პრემიერ ლიგის ცხრილის მესამე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფნაში უდიდეს როლს თამაშობს და შედეგად მისდამი ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს.

მაგრამ ვან გაალმა დე ხეას წვლილი არ გამოყო და განაცხადა, რომ ესპანელი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს.

"ვფიქრობ, მას არ გადაურჩენია ბევრი ქულა, რადგან ის ჩემი მეკარეა - მისი საქმე სწორედ დარტყმების შეჩერებაა. თქვენ კი ფიქრობთ, რომ ის გამონაკლისია.

სხვა მეკარეებისთვის ასე არ არის."
- განაცხადა ვან გაალმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალი დე ხეას შექებისგან თავს იკავებს, უნდა აღინიშნოს, რომ "სტოკთან", "ევერტონსა" და "საუთჰემპტონთან" მატჩებში ესპანელის მიერ შეხვედრის მიწურულს აღებული ბურთები, რომელიც "იუნაიტედს" გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარა, "წითელი ეშმაკების" მიერ დაკავებულ სატურნირო პოზიციაში უდიდეს როლს თამაშობს.

არც "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩში აღებული უამრავი დარტყმულის დავიწყება შეიძლება.

დე ხეას თანამემამულემ, ვიქტორ ვალდესმა დავიდი მსოფლიოს ნომერ პირველ მეკარეს, მანუელ ნოიერს შეადარა და განაცხადა, რომ მალე მას კონკურენციას გაუწევს.

ვან გაალმა ამ შემთხვევაშიც შეიკავა თავი შექებისგან.

"ამის შესახებ არასდროს ვსაუბრობ, რადგან სხვა მეკარეებს ვერ განვსჯი, მე მხოლოდ ჩემი მეკარეების განსჯა შემიძლია."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 თებერვალი 2015 11:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, ალბათ, როცა მისი სიჯიუტე რაღაცაში გვარგია. დე ხეას თამაშს არავინ უკარგავს და ყველას ესმის, რასაც აკეთებს ეს კაცი ჩვენთვის, მაგრამ მაინც უაზრობა იქნებოდა ადგე და ისაუბრო ერთ ფეხბურთელზე, როცა გუნდია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 თებერვალი 2015 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გასაგებია რომ გუნდისგან ფეხბურთელების გამორჩევა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ დე ხეას მისი ეს ნათქვამი ძაან არ ესიამოვნება. რას ნიშნავს არ გადაურჩენია??? აბა ვალდესი მდგარიყო კარში, მერე ვნახავდით რო ოთხეული სანატრელი გვექნებოდა. არ მიყვარს როცა ადამიანებს შრომას არ უფასებენ. რომ ეთქვა რო კი დე ხეა მართლა მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენს გუნდში და მას არაერთხელ უხსნია ჩვენი კარებიო დაშავდებოდა რამე???
0
№3
ავტორი: Macklemore
15 თებერვალი 2015 13:20
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ნეტა არ ურევდე რა.
0
№4
ავტორი: chudikone
15 თებერვალი 2015 13:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეს ხო არ უჩუკუნებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Malboro463
15 თებერვალი 2015 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
კაცი იფიქრებს შრომას არ მიფასებსო. ამის დამსახურება ვან გალი ეხლა სკამზე რო ზის და სამსახურს არ ეძებს
0
№6
ავტორი: Blind
15 თებერვალი 2015 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ეს კაცი მაოცებს მე , შენ შენ საქმეს წესიერად ვერ აკეთებ და სხვას მაინც დაუფასე შრომა
0
№7
ავტორი: Berba 9
15 თებერვალი 2015 14:42
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გუნდია მთავარი და არა თითოეული ფეხბურთელი, ყველა თამაშში ვიღაც, რომ რაღაცას გააკეთებს შეიძლება 1-ხელ შეაქო, თუმცა მუდმივად გამოყოფით საუბარი არ შეიძლება :)) ყველამ ვიცით, რომ დე ხეა კარგი მეკარეა და ამას ამტკიცებს მისი თითოეული სეივი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: GeorgeBest
15 თებერვალი 2015 14:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არც ის იქნება კარგი გამოვიდეს და საჯაროდ დე ხეა გმირად გამოიყვანოს მარა სულ ესე საუბარი ცოტა ტეხავს, როცა ყველა ხედავს რო დე ხეას დამსახურებით ბევრი მატჩი გადავარჩინეთ
0
№9
ავტორი: Esi
15 თებერვალი 2015 15:15
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რა მუდმივად შექება არ შეიძლება რეებს წერთ თქვენ კიდევ? დე ხეა რომ არა 4-ეულში არ ვიქნებოდით და იმედია ამაზე არავინ შემედავება... როცა შესაქებია უნდა შეაქო ადამიანი! რა გუნდზე ლაპარაკობთ? სადააა გუნდი? გუნდის გარდა ყველაფერია ამ სეზონში, და ერთადერთი მიზეზი 4-ეულში ყოფნისა სწორედ რომ დე ხეაა!

ვან გაალი: "დე ხეას არაფერი გადაურჩენია"


ბატონო ლუი, მაშ მტყვანის დედა მოვსდღან :) ბებიაშენისამ შენმა ფილოსოფიამ მოგვიყვანა აქამდე
0
№10
ავტორი: Mufc7
15 თებერვალი 2015 21:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს რომ არ გვყოლოდა,კაცმა არ იცის ახლა რომელ ადგილას ვიქნებოდით. მატჩის საუკეთესოს წოდება რამდენჯერ მიიღო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top