"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი, გამოტყდა, რომ მან ჯერ კიდევ ვერ მოარგო საუკეთესო სათამაშო სქემა გუნდს.
უკანასკნელ ორ მატჩში, "ვესტ ჰემისა" და "ბარნლის" წინააღმდეგ, "წითელმა ეშმაკებმა" საშინელი თამაში აჩვენეს, თუმცა 4 ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. როგორც ჩანს ვან გაალი კვლავ საუკეთესო ტაქტიკის ძიებაშია და ამ პროცესს ჯერ კიდევ არ უჩანს დასასრული.
ამ სეზონში ჰოლანდიელმა უკვე გამოსცადა: 3-5-2, 4-4-2, 4-2-2-2 და 4-4-1-1 სქემები. "ბარნლისთან" მატჩში კი გუნდმა კიდევ ერთხელ შეიცვალა განლაგება და 4-1-3-2 ტაქტიკით წარდგა მაყურებლის წინაშე.
"ახლოს ვარ თუ არა იდეალურ ბალანსთან? არა, ასე არ ვფიქრობ. ამ სეზონში უკვე 5 ან 6 განსხვავებული სათამაშო სქემა გამოვცადე და დღემდე ბალანსის ძიებაში ვარ. თუმცა უკანასკნელი ტაქტიკა (4-1-3-2) ყველაზე მიმზიდველად მიმაჩნია, რადგან უფრო მეტი შემტევი ფეხბურთელის გამოყენება შემიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვეძებთ იდეალურ ბალანსს, ჩვენი შედეგები არც თუ ისე ცუდია. დაცვაში ორგანიზებულობაც არ არის დაბალ დონეზე. ამასთან ერთად გაგვაქვს ბევრი გოლი. ამიტომ არ შემიძლია ვთქვა, რომ იმედგაცრუებული ვარ."- განაცხადა ლუი ვან გაალმა.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.