"იუნაიტედს" შეუძლია ჰოლანდიელი დაიმატოს.
პრესაში დიდი ხანია ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნაიჯელ დე იონგით ინტერესდება.
ჰოლანდიელ ფეხბურთელს "მილანთან" დამაკავშირებელი მოქმედი კონტრაქტი ივნისში ეწურება და მას შეეძლება სურვილისამებრ აირჩიოს სამომავლო გუნდი, ან წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს მათთან - ზუსტად ისე, როგორც ნემანია ვიდიჩი მოიქცა "ინტერში" გადასვლამდე.
იტალიურ პრესაში ღრმად სწამთ, რომ დე იონგის შეძენა თავად ვან გაალის დიდი სურვილია და როგორც იტყობინებიან, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მრავალი სახის ჭორი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე გააკეთა შეთავაზება, მაგრამ Leggo ირწმუნება, რომ დე იონგს თავისი მოთხოვნილებები უკვე წაყენებული აქვს.
მან "მილანს" სამ წლიანი კონტრაქტი მოსთხოვა, რომელიც წელიწადში 3.5 მლნ. ევროს სახის ხელფასს შეიცავდა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა 1 წლითა და 1 მლნ. ევროთი ნაკლები შესთავაზა.
აქედან გამომდინარე, ფეხბურთელსა და "მილანს" შორის შეთანხმების მიღწევის ალბათობა კლებულობს, რაც კიდევ უფრო ზრდის "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის შესახებ გავრცელებულ ხმებს.
Leggo ასევე იმასაც იტყობინება, რომ ნაიჯელი "იუვენტუსსაც" სურს, რომელსაც პირლოს სახით უკვე აქვს "მილანიდან" ფეხბურთელის უფასოდ გადაბირების გამოცდილება.
sportwitness