გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა, რომლით ასევე "ლივერპული" ინტერესდება, ბუნდესლიგის გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2019 წლამდე იქნება მოქმედი.
მაგრამ გერმანულ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალმა შეთანხმებამ "ოლდ ტრაფორდზე" ფეხბურთელისადმი ინტერესი ვერ ჩაახშო.
შესაბამისად, ლუი ვან გაალი მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მარკოში 50 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
თავად როისმა კი განაცხადა: "ბორუსიაში" დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ. დორტმუნდი ჩემი მშობლიური ქალაქია, "ბორუსია" კი ასეთივე კლუბი.
ჩემს გუნდსა და ჩვენ ქომაგთან ერთად წარმატებულ მომავალს მოუთმენლად ველოდები. გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მინდა ამის ნაწილი ვიყო."