რაიან, უკვე 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედმა" ასოციაციის თასი მოიგო. გახდება 2015 თქვენი წელი?
"იმედი გვაქვს ასე მოხდება. ძალიან ბევრმა დიდი ისტორიის მქონე კლუბმა შეძლო ამ ჩემპიონატის მოგება. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ამ წელს ასოციაციის თასის გამარჯვებულები გავხდეთ. ბევრი მაღალი დონის კლუბი უკვე გამოეთიშა, თუმცა რამოდენიმე ძლიერი მაინც დარჩა. როგორც ყოველთვის, არ იქნება ადვილი. იმედი მაქვს, ფინალში გავაღწევთ და ტიტულს დავეუფლებით."
თუ ჩვენ ვსაუბრობთ მიმდინარე სეზონზე, მაშინ ალბათ ამ ტურნირის მოგება "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება. თქვენ არ თამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე, ძალიან ადრე გამოეთიშეთ ინგლისის თასიდან და ახლა თქვენ შეგიძლიათ ფოკუსირება და თასის მოგება. ეს ამ სეზონში ტიტულის მოგების საუკეთესო შანსია.
"დიახ, მათ გაუმართლათ. ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისათვის. უკვე გვქონდა სტუმრად მატჩი "იოვილთან" და "კემბრიჯთან". ახლა კი "პრესტონის" წინააღმდეგ მატჩი უნდა გავმართოთ. ვიცით, თუ რას ველოდებით. "იოვილთან" მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, "კემბრიჯს" კი მხოლოდ "ოლდ ტრაფორდზე", განმეორებითი მატჩის ჩატარების შემდეგ გავცდით. ის ფაქტი, რომ პრემიერ ლიგის გუნდს არ ხვდებით არ ნიშნავს იმას, რომ ადვილი თამაში გველოდება. ეს ასე არ არის, თუმცა ჩვენ ფავორიტები ვართ და მომდევნო ტურში აუცილებლად უნდა გავიდეთ. ასე რომ ასოციაციის თასზე გარანტირებული არაფერია და არავინ არაფერს დათმობს."