თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2015, 21:06
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2040,
კომენტარები: 8
ზაჰა: "სახლში დავბრუნდი"
უილფრიდი იუნაიტედის დატოვებით მოხარულია
ზაჰა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი უილფრიდ ზაჰა, რომელიც წინა თვეს "პალასში" აღმოჩნდა აცხადებს, რომ "იუნაიტედის" დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო.

22 წლის ინგლისელმა ალან პარდიუს ხელმძღვანელობის დროს, "კრისტალ პალასის" მიერ მოპოვებული უკანასკნელი 5 გამარჯვებიდან 4-ში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დიდი ალბათობით, სამშაბათს გასამართ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც "კრისტალ პალასი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

"როდესაც არ გაქვს სათამაშო პრაქტიკა გიჩნდება კითხვა - რას ვაკეთებ აქ? უთამაშებლობამ თავდაჯერებულობა წამართვა, მაგრამ მე ახლა ისევ ვთამაშობ." - განაცხადა ზაჰამ.

"ჩემით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ მე უკან, სახლში დაბრუნების სურვილი მქონდა. ეს ზუსტად ის ადგილი და კლუბია, სადაც მომწონს და მინდა ყოფნა".

"სახლში დავბრუნდი. აქ არის ჩემი ოჯახი და აქ არიან ჩემი მეგობრები, აქ ვთამაშობ ფეხბურთს და სახლში გაღიმებული სახით ვბრუნდები."

შეგახსენებთ, რომ ზაჰამ მიმდინარე სეზონში "კრისტალ პალასის" მაისური 14-ჯერ მოირგო და აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
14 თებერვალი 2015 21:07
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მივქარეთ რომ არ დავაფასეთ და ისე გავუშვით ://
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 თებერვალი 2015 21:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა უაზროდ გავუშვით ესეც გუნდიდან, ან რატო მოიყვანეს საერთოდ. ტყუილად გავაფუჭეთ
0
№3
ავტორი: A.HERRERA
14 თებერვალი 2015 21:18
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
მოიესს შანსი რომ მიეცა და რეგულარული სათამაშო დრო ჰქონოდა დგეს ალბათ მაგარი ვინგერი იქნებოდა. წელს კიდე დი მარიას მოსვლით შანსები აღარ ქონდა და ნათელი იყო წავიდოდა, ამდენი ვინგერია გუნდში თან
0
№4
ავტორი: RojoDiablo
14 თებერვალი 2015 21:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წარმატებებს გისურვებ და სელჰურსტ პარკზე რომ ჩამოვალთ, ნუ გამოისხამ ფრთებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
15 თებერვალი 2015 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არადა მეგონა ამას გავზრდიდით მაგა ფეხბურთელად. ისე, რა მაიმუნის სახე აქვს :დ
0
№6
ავტორი: A.HERRERA
15 თებერვალი 2015 01:42
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
DiMaria,
ფერგი გაზრდიდა რომ დარჩენილიყო
0
№7
ავტორი: chudikone
15 თებერვალი 2015 10:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
van Gaal eating shit since 2014
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Macklemore
15 თებერვალი 2015 13:38
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ახლა გაიგიჟებს იქ თავს და მერე დაიწყება გინება პოგბასავით რა ტალანტი გავუშვითო. არადა კი მევასებოდა ეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top