Sky Sports-ის ექსპერტი ტონი გეილი მიიჩნევს, რომ უეინ რუნის ნახევარდაცვის პოზიციაზე მხოლოდ დრო გაჰყავს.
"ვფიქრობ, რომ უეინ რუნის თამაშს ნახევარდაცვაში არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ახლა ყველა ჰარი კეინზე საუბრობს, მაგრამ რუნი უფრო კარგად თამაშობს მეტოქის საჯარიმოში. ის ვან პერსიზე და ფალკაოზე ბევრად სასურველია. უეინი არ არის პოლ სქოულზი და მისი ადგილი თავდასხმაშია."
"ამ სეზონში ფალკაოს თამაშს ორჯერ ან სამჯერ ვუყურე. რა თქმა უნდა, მასზე ტრავმამ იმოქმედა. რა სჭირს ვან პერსის? მას არ აქვს სისწრაფე და სწორედ ამიტომ ვერ გააქვს გოლები. უეინი ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში საუკეთესო ფეხბურთელია. მას ყველგან შეუძლია თამაში."-განაცხადა გეილმა Skysports-თან