ანდრეას პერეირამ განაცხადა, რომ ახალგაზრდულ გუნდში "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩმა, სადაც ბრაზილიელმა გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, მას თავდაჯერებულობა მისცა.
"ეს ძალიან კარგი თამაში იყო და კარგია, რომ ბოლო წუთებში გატანილი გოლის წყალობით გამარჯვების მიღწევა მოვახერხეთ. როცა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება შევძელი, თავდაჯერებულობა ვიგრძენი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გუნდმა კარგად თამაში. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდი საჯარიმო დარტყმით გოლის გატანას და ძალიან მიხარია, რომ ეს "არისტოკრატებთან" გავაკეთე."
მატჩის შემდეგ, ანდრეასზე კომენტარი რეზერვისტთა გუნდის მწვრთნელმა უორენ ჯოისმაც გააკეთა:
"ანდრეასის თამაშით კმაყოფილი ვარ. მას ჩვენ უფრო ფართოდ თამაში ვთხოვეთ, რასაც თავი კარგად გაართვა. მას მუდმივად მტრის თავდაცვის წინააღმდეგ თამაში ემუქრება. იგი თამაშს შესანიშნავად კითხულობს და ბურთის გარეშეც კარგად მუშაობს."