"იუანიტედის" მცველი გამოტყდა, რომ მოხარულია კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თავის კარიერაში "ოლდ ტრაფორდზე". ჯონი ევანსმა პარასკევს ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით ის კლუბში 2016 წლამდე დარჩება. თუმცა თვითონ მცველი თვლის, რომ ეს კონტრაქტი მას არ აძლევს კლუბში დარჩენის გარანტიას, ამისთვის მას ბევრი მუშაობა სჭირდება.
"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავაფორმე ახალი კონტრაქტი. რა თქმა უნდა ეს თქვენ გაძლევთ გარკვეულ გარანტიებს, თუმცა კლუბს ჩემი გაყიდვა ამ ზაფხულშივე შეუძლია, თუ მე ვერ ვითამაშებ სათანადოდ. ამიტომ ეს კონტრაქტი მე დასვენების საშუალებას არ მომცემს. მაგრამ მიუხედავად ამისა მე ძალიან მოხარული ვარ. მე ამ კლუბში უკვე ათი წელია ვიმყოფები და სიამოვნებით გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს აქ." - გადმოსცემს ჯონი ევანსის სიტყვებს manutd.com.
24 წლის მცველი უახლოვდება თავის 150-ე ჩატარებულ თამაშს. სერ ალექსი ფიქრობს, რომ ჯონი ევანსს თავისუფლად შეუძლია გახდეს მთავარი ცენტრალური მცველი იუნაიტედისა. "მან უკვე ჩაატარა 141 თამაში, ჩემი თვალთახედვიდან ის ძალიან სასურველია გუნდისთვის. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მისი კარიერა მინიმუნ 10 წელი კიდევ გაგრძელდება. ვიმედოვნებ მისი მომავალი იუნაიტედთან იქნება დაკავშირებული".