ლუკ შოუმ განაცხადა, რომ "ვესტ ჰემთან" მატჩში მიღებულმა წითელმა ბარათმა, მას ფასდაუდებელი გამოცდილება შესძინა.
"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ წითელი ბარათი მატჩის ბოლო წუთებზე მივიღე. შესაძლოა პირველი ყვითელი ბარათი საკამათო ყოფილიყო, თუმცა მეორე სრულიად დამსახურებულად მივიღე. ამ ეპიზოდში ბურთის მოპოვებას შევეცადე და მოწინააღმდეგეს სწრაფად ჩავუსრიალდი. მე მწვრთნელს ამ სიტუაციაზე ვესაუბრე და მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო."
"ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მწვრთნელი "პრესტონის" წინააღმდეგ მატჩში თამაშის უფლებას მომცემს და თუ არა, მაშინ ძირითადში დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. გუნდში კონკურენცია ძალიან მაღალია და ეს მუდმივად ტონუსში ყოფნის საშუალებას მაძლევს."-განაცხადა შოუმ