ცნობილი ინგლისელი ფორვარდი კევინ დევისი მიიჩნევს, რომ დე ხეას გარეშე "იუნაიტედს" ზედა ოთხეულში ბრძოლის ძალაც კი არ ექნებოდა.
"ამ ეტაპზე დავიდი "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელია. რომ არა ესპანელი, "იუნაიტედი" ზედა ოთხეულში ყოფნისთვისაც კი ვერ იბრძოლებდა. ახლა ლუი ვან გაალს ნაკლებად მრავალფეროვანი შემადგენლობა ჰყავს და ამ პერიოდში გუნდმა "ჩელსის" და "მანჩესტერ სიტის" დიდი კონკურენცია უნდა გაუწიოს. თუმცა დე ხეას არყოფნაში, "იუნაიტედი" ამ სეზონში ვერც ერთ პრობლემას ვერ გადაჭრიდა."
"არ შემიძლია იმის გარჩევა, თუ რა ხდება ამჟამად კლუბში. გასაგებია, რომ მოთამაშეები ახალი მოთხოვნების წინაშე დგანან და მათ ეს მოთხოვნები პროფესიონალურ დონეზე უნდა დააკმაყოფილონ. თუმცა ეს ყველაფერი მათი დონის შესაბამის მოლოდინს არ შეესაბამება. განვიხილოთ ვან პერსის მაგალითი, მას "ბარნლის" კარში გატანილი პენალტი არც გახარებია."-განაცხადა დევისმა skysports.com.