ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ პოლ სქოულზის კრიტიკა მისთვის საინტერესო არ არის, რადგან "წითური პრინცი" არა პროფესიონალური მწვრთნელის, არამედ გულშემატკივართა თვალსაზრისით ფიქრობს.
"სქოულზის კრიტიკა? მე ეს ნამდვილად არ მაწუხებს. ჩემი აზრით, ეს საინტერესო არ არის. პოლი ერთ–ერთი კლუბის გულშემატკივარია და მათ ნებისმიერი კრიტიკის უფლება აქვთ. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.."
"მე კრიტიკას ვითვალისწინებ, მოთამაშეებიც შეცვეულები არიან ამას. მადლობა ღმერთს, რომ ისინი პროფესიონალურ ფეხბურთში პირველად არ არიან. ზოგიერთ ბიჭზე შესაძლოა, ამ სიტყვებმა იმოქმედოს, თუმცა ეს არც ჩემზე და არც მათზე არ მოქმედებს."–განაცხადა ჰოლანდიელმა