ხაბი ალონსო სიმბოლურ ნაკრებს ასახელებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ევროტურნირებზე მან ათ წელზე მეტი გაატარა, სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ ხაბი ალონსო ფეხბურთელებს იცნობს.
ჩემპიონთა ლიგის ორჯერ გამარჯვებულს და "ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელს ნამდვილად შეუძლია შეადგინოს გუნდი, რომელიც კონტინენტის უდიდეს პრიზს მოიგებს.
"ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულს აწყობს, რომელშიც მანუელ ნოიერიდან დაწყებული ლიონელ მესიზე დასრულებული სხვა 9 ფეხბურთელი შედის.
მეკარე: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი")
დაცვა: ფილიპ ლამი ("ბაიერნი"), სერხიო რამოსი ("რეალი"), კარლეს პუიოლი ("ბარსელონა"), დავიდ ალაბა ("ბაიერნი").
ნახევარდაცვა: ზინედინ ზიდანი ("რეალი"),
პოლ სქოულზი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჩავი ("ბარსელონა"), სტივენ ჯერარდი ("ლივერპული").
თავდასხმა: კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"), ლიონელ მესი ("ბარსელონა").
რაც შეეხება პოლ სქოულზს, მის შესახებ ალონსომ განაცხადა:
"ვერც კი წარმოიდგენთ ესპანეთში სქოულზს როგორ პატივს სცემენ ჟურნალისტები და პროფესიონალები. შესაძლოა იმიტომ, რომ მოედნის მიღმა ყოველთვის დუმდა და ინგლისში სათანადო დიდებით არასდროს შეუმკიათ. ტექნიკურად, მას მსოფლიოს ნებისმიერ ლიგაში შეეძლო ეთამაშა."წყარო:
dailymail