თბილისი:
მანჩესტერი:
14-02-2015, 08:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1156,
კომენტარები: 0
"თუ არ გარისკავ, ვერ შეუტევ, თუ ვერ შეუტევ, ვერ გაიტან"
პოლ სქოულზი "იუნაიტედს" აკრიტიკებს.
სერ ალექსის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შესაძლოა "იუნაიტედის" თავდასხმის ხაზის მოთამაშეების ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება საგოლე მომენტების შესაქმნელად გარისკვა იყო, როცა გუნდი ბურთს ფლობდა. ვალდებულება, პრივილეგია არ არის.

როცა ჩემი კარიერის მიწურულს წინ სარისკო პასების კეთება შევწყვიტე, რომელიც მოწინააღმდეგის დაცვას გაარღვევდა, შესაბამისი შედეგებიც მივიღე. მწვრთნელი შემადგენლობაში აღარ მაყენებდა. მოედანზე კი მხოლოდ მაშინ დავბრუნდი, როცა ისე ავთამაშდი, როგორც მას სურდა.

"იუნაიტედი" ტრადიციულად შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც სულაც არ გამორიცხავს საკუთარ კარში გაშვებულ გოლებს. როგორ გგონიათ, "იუნაიტედის" კარში ყოველთვის რატომ იდგნენ საუკეთესო მეკარეები? ისინი აუცილებელი იყვნენ, რადგან გუნდი შეტევაზე აკეთებდა აქცენტს.

ამჟამად, ვან გაალის შეგირდები განსაკუთრებულ სიამოვნებას ვერ მანიჭებენ. ოთხშაბათს ღამით "ბარნლი" დაამარცხეს, მაგრამ პირველ ტაიმში მოედანზე მოწინააღმდეგე დომინირებდა. დრო და დრო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთი სულ უფრო უარესდება. იმისათვის, რომ დაამარცხო, უნდა შეუტიო, ხოლო რომ შეუტიო, უნდა გარისკო. ამის გაკეთებისთვის კი "იუნაიტედის" ძალიან ცოტა ფეხბურთელია მზად.

ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშისას პასები წინ უნდა გამეკეთებინა. დიახ, ეს ყოველთვის არ ამართლებდა, ყოველთვის 100%-ან მომენტს არ უქმნიდა თავდამსხმელს. მათზე იყო დამოკიდებული, მიაღწევდნენ თუ არა ბურთამდე და გაიტანდნენ თუ არა გოლს. ადვილი იყო? არა, მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ვთამაშობდით. ეს კი ადვილი არც უნდა იყოს.

ამჟამად, მთელი გუნდიდან გარისკვის სიხშირით ანხელ დი მარია გამოირჩევა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ არის ისეთი წარმატებული, როგორც გვსურს. ხშირად კარგავს ბურთს, დაბრუნებით კი იშვიათად იბრუნებს. უფრო მეტსაც გეტყვით: ამ "უპირატესობით" შეპყრობილნი ვართ.

"იუნაიტედის" გულშემატკივარს ურჩევნია გუნდი უფრო მეტად უტევდეს და ბურთს თუნდაც სათამაშო დროის 40%-ს ფლობდეს. გამოცდილებიდან ვსჯი: გულშემატკივარს ესმოდა, რომ უძლიერესი შემადგენლობითაც კი, პეტერ შმეიხელთან და ედვინ ვან დერ სართან ერთად, გოლებს მაინც გავუშვებდით. ბრმად და განუსჯელად არ ვთამაშობდით, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი შეტევა იყო - მოწინააღმდეგეზე მეტი გოლის გატანას ვცდილობდით.

მიმდინარე სეზონში რამდენჯერ იხსნა "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეამ? მის გარეშე გუნდი სატურნირო ცხრილში 3-4 ადგილით დაბლა იქნებოდა.

მესმის, რომ ახლანდელ გუნდს და კლუბის ისტორიის ოქროს ხანას ვადარებ და ისივ ვიცი, რომ მუდმივი არაფერია. გამიმართლა, რომ უდიდესი მოთამაშეების გვერდით მომიხდა თამაში და ვმუშაობდი ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს მწვრთნელთან ერთად, მაგრამ მჯერა, რომ კლუბის სული და მისი თამაშის სტილი უდიდესი პიროვნებების წასვლის შემდეგაც იგივე უნდა დარჩეს. "იუნაიტედი" - ეს არის შემტევი ფეხბურთი და ეს ფაქტი ყველა სხვა ვითარებას აჭარბებს.

დრო მოვიდა გუნდის ორ თავდამსხმელზე, რადამელ ფალკაოსა და რობინ ვან პერსიზე ვისაუბრო. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მოედანზე ორ უცნობს ვუყურებ, ხოლო უეინ რუნის მათი კომფორტისთვის შეუცვალეს პოზიცია.

უეინს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. თანაც, ამას შედეგიანად აკეთებს და 10-დან 7 შემთხვევაში შესანიშნავ პასს მისცემს. "ბარნლისთან" მატჩი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაასრულა. დრო და დრო ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზეც უხდებოდა მოქმედება, სადაც ფორვარდებისთვის პასის მიცემის ან თამაშის რიტმის შეცვლას ცდილობდა. მაგრამ თუ ვან გაალი თვლის, რომ რუნი თავდასხმაში ფალკაოსა და ვან პერსიზე ნაკლებად თამაშობს, გუნდს პრობლემები ჰქონია.

რუნიმ "იუნაიტედში" გოლების დაუჯერებელი რაოდენობა გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე იმყოფება - მის წინ მხოლოდ სერ ბობი ჩარლტონი და დენის ლოუ იმყოფებიან, მაგრამ "ვესტ ჰემთან" მატჩში მოწინააღმდეგის საჯარიმოში არც ერთხელ არ შეხებია ბურთს. ეს გუნდს ნამდვილად არ წაადგება.

ვან გაალი ორშაბათს გამართული პრეს-კონფერენციისთვის გააკრიტიკეს, რომელზეც სტატისტიკური მონაცემები მიიტანა, რათა სემ ელერდაისის ხუმრობისთვის ეპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ "იუნაიტედი" გრძელი პასებით მოთამაშე გუნდია. ჩემი ნაწილი ხარობდა, რადგან ვან გაალმა ხასიათი გამოვლინა და გაბრაზდა. ამას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის დღიდან ველოდით.

მაგრამ ამასთან ერთად დიდ სემს კარგად ვიცნობ - "იუნაიტედის" შესახებ მისი გამოთქმა უბრალოდ ხუმრობა იყო. ბოლოს და ბოლოს, ვან გაალს უნდა ხსომებოდა, რომ მიუხედავად დიდი სემის მრავალი დადებითი თვისებისა, ის არ არის "რეალის", "ლივერპულის" ან "ბაიერნის" მწვრთნელი. საქმე "ვესტ ჰემთან" გვაქვს. პროვოკაციაზე არ უნდა წამოგებულიყო.

წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 ნოემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2018, 00:00
იუნაიტედი
იანგ ბოიზი
ჩემპიონთა ლიგა
1 დეკემბერი 2018, 19:00
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
კრისტალ პალასი24 ნოემბერი
იანგ ბოიზი28 ნოემბერი
საუთჰემპტონი1 დეკემბერი

წინა მატჩები

11 ნოემბერი 2018, 20:30
სიტი3
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
8 ნოემბერი 2018, 00:00
იუვენტუსი1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
3 ნოემბერი 2018, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
სიტი11 ნოემბერი
იუვენტუსი8 ნოემბერი
ბორნმუთი3 ნოემბერი

მატჩის საუკეთესო

ხუან მატა
8
ხუან მატა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top