რენე მალესტინი 2012 წლის სეზონს იხსენებს და სერ ალექს ფერგიუსონის შეცდომაზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, რენე მალესტინი, აცხადებს, რომ სერ ალექსმა 2011-2012 წლების სეზონში შეცდომა დაუშვა, რის გამოც "ქალაქელებმა" მოახერხეს პრემიერ ლიგის მოგება.
"მანჩესტერ სიტიმ" ოქროს მედალი, ბოლო ტურის 94-ე წუთზე, სერხიო აგუეროს, გოლის წყალობით მოიპოვა, თუმცა რენე ფიქრობს, რომ "იუნაიტედმა" თავად მისცა საშუალება მეტოქეს მოეპოვებინა პრემიერ ლიგის ტიტული.
სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, პირველადგილოსანი "ეშმაკები", პრემიერ ლიგის აუტსაიდერ და გასავარდნ ზონაში მყოფ "უიგანს" დაუპირისპირდნენ და ყველასთვის მოულოდნელად 1-0 დამარცხდნენ. მალესტინის აზრით, ეს მეტწილად იმან განაპირობა, რომ სერ ალექსმა გადაწყვიტა გუნდის ერთ-ერთი ლიდერისთვის, პოლ სქოულზისთვის, დასვენების საშუალება მიეცა.
"სწორედ იმ მომენტში დავმარცხდით და გავუშვით ხელიდან ძალიან კარგი შანსი. მწვრთნელის აზრით პოლ სქოულზი ვერ შეძლებდა ერთ კვირაში, ორი მატჩის ჩატარებას, ამიტომ ის განაცხადს მიღმა დატოვა. სწორედ ეს იყო შეცდომა, გუნდს აკლდა ლიდერი."მალესტენმა ასევე აღიარა, რომ ბოლო ტურში, "სანდერლენდის" დამარცხების შემდეგ, ყველას სჯეროდა, რომ პრემიერ ლიგის გამარჯვებული "იუნაიედი" იყო.
"სანამ აგუეროს გოლის შესახებ გავიგებდით, გვეგონა რომ ყველაფერი დასრულებული იყო. სერ ალექსი ჩემთან მოვიდა, მხარზე დამეყრდნო და მითხრა "ყოჩაღ... ჩვენ ჩემპიონები ვართ." წყარო:
mirror.co.uk