არ ვიცი, ფილ ჯონსი შეძლებს თუ არა თამაშს. მისი ტრავმა არ გამოდგა სერიოზული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან შეძლოს მოედანზე გამოსვლა. რაც შეეხება ბლინდს, უნდა მოვიცადოთ და დავაკვირდეთ როგორ წავა მისი გამოჯამრთელების პროცესი. მათ გარდა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო დაზიანება და ეს რობინ ვან პერსია. მოთამაშეებს, რომლებმაც "ბარნლისთან" ითამაშეს დასვენების საშუალება მივეცი, ხოლო ტრავმირებულებს ექიმთან ერთად უნდა გაევლოთ შემოწმება, თუმცა ჯერ არ დაურეკიათ, ამიტომ პასუხი არ ვიცი.
"ბარნლისთან" მატჩის შემდეგ, თქვენ, გუნდის თამაში სამართლიანად განსაჯეთ და განაცხადეთ, რომ გუნდმა უკეთესი თამაში უნდა აჩვენოს. იმოქმედა თუ არა თქვენზე პოლ სქოულზის კრიტიკამ? როგორ ფიქრობთ ეს მოთამაშეებს ხომ არ გააღიზიანებს?
მე ეს არ მადარდებს. ვფიქრობ, ეს არ არის საინტერესო. პოლ სქოულზი - ჩემი აზრით "იუნაიტედის" ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარია, ხოლო გულშემატკივრებს აქვთ უფლება გააკრიტიკონ საყვარელი გუნდი, ეს არ არის პრობლემა. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით. მე ამას უკვე შევეჩვიე და ვფიქრობ მოთამაშეებიც იგივე მდგომარეობაში არიან.
როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ თქვენი გუნდი ძლიერია და მებრძოლი სული აქვს, ამ დროს კრიტიკა ცუდად ხომ არ მოქმედებს ფეხბურთელებზე?
შესაძლოა რამდენიმე მათგანზე ცუდად იმოქმედოს, თუმცა არა ყველაზე. ჩემზე კი კრიტიკა გავლენას არასდროს ახდენს.
ოთხშაბათს, მატჩის შემდეგ, ნაწყენი ჩანდით. დღეს, პრესტონთან გასამართი შეხვედრის წინ, გამოგიკეთდათ ხასიათი?
მეორე ტაიმით არ ვიყავი განაწყენებული, უბრალოდ პრესას ვუთხარი ის რაც მსურდა. მე ყოველთვის სამართლიანი ვარ. ცუდ ხასიათზე ვარ როცა ცუდად ვთამაშობთ, კარგზე - როცა კარგად. ვფიქრობ მეორე ნახევარში, მეტოქეზე გაცილებით ძლიერები ვიყავით. შევქმენით "ბარნლიზე" მეტი საგოლე მომენტი, დღეს კი ფეხბურთი სწორედ საგოლე ეპიზოდებით ფასდება, ამიტომ ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ. მე გუნდის პროგრესს ვაკვირდები და სწორედ ამიტომ ვიყავი გაბრაზებული. შემდეგ მატჩში გვაქვს შანსი, ყველას დავანახვოთ, რომ ნამდვილად ვპროგრესირებთ და უკეთესი გუნდი ვართ ვიდრე ადრე. შედეგებს თუ გადავხედავთ, ნახავთ რომ, ყველაფერი ასე ცუდად არ არის.