ლუის ვან გაალი იმედოვნებს, რომ "იუნაიტედის" სამეული: ფილ ჯონსი, დეილი ბლინდი და რობინ ვან პერსი სრულად გამოჯანმრთელდებიან და ინგლისის თასის მომდევნო ეტაპისთვის მზად იქნებიან, რომელიც ორშაბათს "პრესტონის" წინააღმდეგ გაიმართება.
ჯონსი ოთხშაბათს, "ბარნლის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ დაშავდა, მან მუხლის დაზიანების გამო ვერ შეძლო შეხვედრის გაგრძელება. მისი ბედი დეილი ბლინდმაც გაიზიარა, რომელმაც წარბი გაიტეხა და პირველივე ნახევარში შესაცვლელი გახდა.
MUTV-ს კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჯონსისა და ბლინდის გამოჯანმრთელების პროცესი ვან გაალმა ასე უპასუხა: "არვიცი. ჩვენ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. ვფიქრობ ჯონსის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს".
"რაც შეეხება ბლინდს, მე ვიტყვი იგივეს, რაც ექიმმა თქვა – უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ. მე ვფიქრობ ისიც შეძლებს თამაშს ორშაბათს. ეს არის ჩემი მოლოდინი, მაგრამ თქვენ არასდროს არაფერი იცით."
კერიკის შესახებ კი, რომელმაც უკანასკნელი ოთხი შეხვედრა გამოტოვა, ჰოლანდიელმა განაცხადა: კერიკი სათანადო ფორმაში არ არის, რაც სულაც არარის გასაკვირვი. ასე რომ მას დრო სჭირდება."
"იუნაიტედი", "იოვილისა" და "კემბრიჯის" დამარცხების შემდეგ ინგლისის მეხუთე რაუნდში "დიფდეილ არენაზე", ადგილობრივ "პრესტონს" დაუპირისპირდება. ვან გაალი დიდი წინააღმდეგობის მოლოდინშია და სჯერა, რომ ინგლისის თასი, "პრესტონის" სახითაც დიდ გამოცდას უმზადებს.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.