ოლივეირა ანდერსონმა, თავის ახალ კლუბში "ინტერნასიონალში" საედბიუტო შეხვედრა ჩაატარა. ბრაზილიურ კლუბში პირველი თამაში "იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მან თერთმეტმეტრიანი გააცუდა და გუნდს გამარჯვებაში ხელი შეუშალა.
"იუნაიტედში" ბრაზილიელმა ბოლო რამოდენიმე წლის განამვლობაში ვერაფერი აჩვენა და ფორმის აღდგენის მიზნით იანვარში სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა მას "ინტერნასიონალში" პირველივე თამაში ჩაუვარდა.
"კრუზერიოს" წინააღმდეგ მატჩში ანდერსონი, სათადარიგოთა სკამიდან გამოვიდა და თამაშის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე, პენალტის დარტყმა გადაწყვიტა, თუმცა მისი დარტყმული მოწინააღმდეგე გუნდის მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ მატჩში ფრედ, 0:0 დასრულდა.