1. სტივ ბრიუსი - 1993 წლის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე "მანჩესტერ იუნაიტედს" სტივ ბრიუსის მიერ "შეფილდთან" მატჩში შეხვედრის მიწურულს თავურით შესრულებული დუბლი ძლიერ დაეხმარა. ამის შემდეგ სტივმა კიდევ ორჯერ მოახერხა დუბლის გაფორმება პრემიერ ლიგაში "ნოტინგემისა" და მისი ყოფილი კლუბის, "ნორვიჩის" წინააღმდეგ.
2. გარი პალისტერი - სტივის თანაგუნდელი, გარი პალისტერი შესაძლოა არ იყო დაჯილდოვებული გოლების გატანის უნარით, მაგრამ 1997 წლის აპრილში "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩში დევიდ ბექჰემის პასების შემდეგ გაფორმებული დუბლი არავის დაავიწყდება.
3. რონი იონსენი - 1998 წელს Boxing Day-ზე რონი იონსენმა "ნოტინგემის" წინააღმდეგ დუბლის გაფორმება ლამაზ სტილში მოახერხა.
4. მიკაელ სილვესტრი - კრის სმოლინგამდე მიკაელ სილვესტრი "იუნაიტედის" ბოლო მცველი იყო, ვინც დუბლის გაფორმება მოახერხა. ეს კი მიკაელმა გააკეთა "ლივერპულის" წინააღმდეგ, კლუბის, რომელიც "იუნაიტედში" ფრანგის გადასვლამდე "წითელ ეშმაკებს" ფეხბურთელისთვის კონკურენციას უწევდა. ფრანგმა რაიან გიგზის ჩაწოდებებით ისარგებლა.
5. კრის სმოლინგი - "ბარნლისთან" შესრულებული დუბლის შემდეგ ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა: პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში კრის სმოლინგი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც შეცვლაზე შესვლის შემდეგ პირველ ტაიმში დუბლი გაიფორმა.