თუ როდესმე იყო გმირული მარცხი თანამედროვე მანჩესტერ იუნაიტედისა, ეს მოხდა 2003 წელს, როცა წითლებმა 4-3 დაამარცხეს რეალ მადრიდი ოლდ ტრაფორდზე, თუმცა მაინც ევროპის მიღმა აღმოჩნდნენ.
ორი კვირით ადრე, სერ ალექსის ბიჭები 3-1 დამარცხდნენ პირველ ტურში, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ ესაჭიროებოდათ მინიმუმ 2 გოლის სხვაობით მოგება, იმისათვის რომ შემდეგ ტურში გასულიყვნენ.
სამწუხაროდ, იუნაიტედი მცდელობა, რომ აღმოეფხვრა თავდასხმის ხარვეზები უშედეგოდ დასრულდა და მხოლოდ 12 წუთი დასჭირდა ზინედინ ზიდანს, რომ გაეკეთებინა შესანიშნავი გადაცემა რონალდოსთვის, რომელმაც ფაბიენი ბარტეზის კარში ახლო ძელისაკნ გაგზავნა ბურთი და დააწინაურა ესპანური კლუბი.
რუუდ ვან ნისტელროიმ გაათანაბრა შესვენებამდე, თუმცა რონალდომ მოახერხა კიდევ ორი გოლის გატანა და გაიფორმა ჰეთრიკი (მან მოიპოვა უდიდესი ოვაცია ადგილობრივი გულშემატკივრებიგან მას შემდეგ რაც ის შეცვალეს)
შემდეგ წითლებმა კიდევ ორჯერ შეძლეს გოლის გატანა თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იუნაიტედი გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან.