კრის სმოლინგი აცხადებს, რომ კარგია პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში ყოფნა 25 ტურის შემდეგ, რომელშიც "იუნაიტედის" კონკურენტებმა, "ლივერპულმა" და "არსენალმა" "წითელი ეშმაკების" მსგავსად სამი ქულა აიღეს.
"სენტ მერიზე" "საუთჰემპტონის" მიერ ნათაშებმა ფრემ "იუნაიტედს" საშუალება მისცა მესამე ადგილზე აღზევებულიყო, რაშიც "წითელ ეშმაკებს" სახლში "ბარნლის" დამარცხებამ შეუწყო ხელი.
კრის სმოლინგი შედეგს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად თითოეულ ქულას დიდი ფასი აქვს.
"ვფიქრობ, ძალიან კარგია ყველასთვის გადასწრება და მაღალ საფეხურზე ყოფნა, თანაც მატჩები შენს ხელშია და თუ მოიგებ ცხრილის სათავეშიც მოექცევი.
ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და თუ მატჩს იგებ, როცა ცუდად თამაშობ, ეს კარგის ნიშანია." - განაცხადა სმოლინგმა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო ტურში "სუონსის" დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე 16 თებერვალს ინგლისის თასის შეხვედრას "პრესტონის" წინააღმდეგ გამართავს.
"დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ორშაბათამდე სირთულეების დაძლევას მოვახერხებთ და ამისთვის საკმარისი დროც გვაქვს.
ბოლო რამდენიმე მატჩში სრულიად ჯანმრთელი შემადგენლობა გვყავდა, ასე რომ, ძალიან სამწუხაროა, რომ "ბარნლისთან" მატჩში რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. ისე ჩანს, თითქოს როცა ერთი ბრუნდება, მეორე ეცემა. მაგრამ იმედია ისინი დიდხანს არ იუქმებენ." - დაასრულა კრისმა.