პრემიერ ლიგის 25-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარნლის" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა მეტოქე. ამ გამარჯვების შემდეგ ვან გაალის გუნდმა კვლავ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძლები მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. ვან გაალს პირველი ცვლილების განხორციელება მე-5 წუთზე მოუწია – ტრავმირებული ფილ ჯონსის ნაცვლად, მოედანზე კრის სმოლინგი გამოჩნდა, რომლის პირველი შეხება ბურთთან გოლით დასრულდა. 6 წუთში სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, თავი ინგსმა გამოიჩინა. ტაიმის ბოლო წუთებზე "იუნაიტედი" კვლავ სმოლინგმა დააწინაურა. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. საბოლოო ანგარიში რობინ ვან პერსიმ დააფიქსირა, რომელმაც დი მარიას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის მე-10 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" 3-1სტადიონი: “ოლდ ტრაფორდი”
გოლები: 1:0;2:1 სმოლინგი (6;45+3), 1:1 ინგსი (12), 3:1 ვან პერსი (82 პენ.).
გაფრთხილებები: რუნი, ფალკაო, უილსონი, დი მარია – კიგტლი, მი, არფილდი
მსაჯი: კევინ ფრენდი
"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, ჯონსი (სმოლინგი 5), ევანსი, როხო, მაკნეირი, ბლინდი (ერერა 39), რუნი, დი მარია, იანუზაი, ფალკაო (უილსონი 74), ვან პერსი.
"ბარნლი": ჰიტონი, შაკელი, დაფი, მიი, ტრიპიერი, ჯონსი, არფილდი, კიგტლი (ვოკსი 86), ბოიდი, ბარნსი (იუტკევიჩი 92), ინგსი.