ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის უეინ რუნის მთავარი დავალებაა მოედნის ცენტრში არსებული პრობლემების გამოსწორება.
"მე არ ვფიქრობ რომ ამ მომენტში ჩვენი ნახევარდაცვა დაბალანსებულია. გუშინ იძულებული ვიყავი შემეცვალა დეილი ბლინდი და მიხარია, რომ მისი ადგილი ცენტრში უეინ რუნიმ დაიკავა. მან შესანიშნავი სიმშვიდე გამოავლინა და კარგად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. ის შესანიშნავი ოსტატია და შეუძლია წარმატებულად ითამაშოს რამდენიმე პოზიციაზე" - გადმოგვცემს ლუი ვან გაალის სიტყვებს skysports.com.
"რა თქმა უნდა, რუნისთვის საუკეთესო პოზიცია თავდასხმაშია. მაგრამ ახლა ბევრი პრობლემა გვაქვს ნახევარდაცვაში და ის ამ პოზიციაზე გვესაჭიროება."