"ბარნლისთან" მატჩი საოცარი გამოდგა. "მანჩესტერ იუნაიტედი" პატარა ბიჭს ჰგავდა.
თითქოს "რუნის საოცნებო" ვარცხნილობა გაქვს, საყვარელი ხარ, ნათესავები გაღმერთებენ, ბებია და დედა გივლიან, მაგრამ აი ფეხბურთის თამაში ზედმეტი წონის გამო რაღაც არ გამოგდის.
"ბარნლისთან" მატჩის ტრადიციული განხილვის დაწერას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი რამდენიმე დღის წინ "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ უკვე ითქვა.
ნუთუ ღირს შევაქოთ დი მარია, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა, პენალტი გამოიმუშავა და საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ კარში გოლი მის შეცდომას მოჰყვა.
ნაცვლად დაცვის შეცდომის, სქემის არეულობისა და მოედანზე რუნის პოზიციის განხილვისა, მოგიმზადეთ მომენტები, რომელსაც შესაძლოა თქვენი ბაგის გაბადვრა და მცირედი მიუხვედრელობა მოჰყვეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი"
რუნი და ევანსი
როგორც ცნობილია, კუთხურებიდან ჩაწოდება - ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნებისმიერი მოწინააღმდეგის იარაღია. ამ ვიდეოფრაგმენტში ერთბაშად ორი შესანიშნავი მომენტი მოხდა.
მაღალი ჩაწოდების დასაწყისშივე უეინ "პიტბული" აგებს ბრძოლას... ძირს.
ეპიზოდი კი ჯონი ევანსის ვერტიკალური გამოტანით სრულდება.
უეინ რუნი (კ)
მომდევნო მომენტში სრულიად გაუგებარია რატომ გადაიცვა დი მარიამ "ბარნლის" ნაცრისფერი ფორმა და რუნი ბავშვივით მოატყუა. როცა დააკვირდები, გამოჩნდება, რომ ეს არა ანხელი, არამედ სტუმარი გუნდის ფეხბურთელია.
"იუნაიტედის" დაცვა
მატჩის დასაწყისში კომენტატორს, დენის კაზანსკის მეტყველების უნარი წაერთვა. ალბათ ყველას ასე დაემართა, რადგან ამ ეპიზოდში გუნდის დაცვის მოქმედების ახსნა სრულიად შეუძლებელია. სამაგიეროდ, ეს მომენტი იდეალურად ერგება იმ ნივთებს, რომელსაც ყოველთვის გააკეთებდი.
როხო - საშინელი ზარბაზანი
როხოს დარტყმის გამოცდა რობინ ვან პერსის მოუხდა, რომელიც ნამდვილად არ ელოდა თანაგუნდელისგან ასეთ "ღალატს".
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
საერთო ჯამში, ეს ორი მატჩი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ცოდვა იქნება, რომ არ გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ჩვენი ბიჭები წინა ტურში.
ანხელ დი მარია
ინტერნეტში შეგიძლიათ არაერთი ვიდეო ნახოთ, რომელშიც ასახულია, თუ როგორ აჩერებენ ჰაერიდან ჩამოვარდნილ ბურთს ხუან მატა და ანხელ დი მარია. არგენტინელს "ღვთიური დონის" ჩვენება მოუხდა, რათა ბურთი გაეჩერებინა. რა გამოვიდა, თავად ნახეთ:
მარკოს როხო
ჩვენი მეორე არგენტინელი მოედანზე ყოველთვის აჩვენებს თავდადებას, მაგრამ ტაქტიკური განსწავლა მარკოსს მაღალ დონეზე არ აქვს და ხშირად უშვებს შეცდომებს. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა საკმაოდ სასაცილო გამოდგა, საბედნიეროდ, ყველაფერი მხოლოდ ყვითელი ბარათით დასრულდა.
ბლინდი, დი მარია, რუნი
ნამდვილად ვიცით ვის გახედა როხომ "თავისიანის დაცხრილვისას". "ვესტ ჰემთან" მატჩში ეს ილეთი პირველად დეილი ბლინდმა გამოიყენა, რომელმაც პირდაპირ დი მარიას გაარტყა.
ეპიზოდის ბოლოს რუნი უკანასკნელ მატჩებში თავის საყვარელ ილეთს აჩვენებს - ჩადი სხვის ზონაში და ხელი შეუშალე პარტნიორს!
P.S.
იმედი გვაქვს, რომ ამ ეპიზოდებს შეხედავთ და ღიმილით გაიხსენებთ. დიახ, გუნდი არ თამაშობს კარგ ფეხბურთს, ან საერთოდ არ თამაშობს. ხშირად, ჩათვალეთ ყოველთვის, ჩვენ უკეთ ვიცით როგორ უნდა განლაგდნენ ფეხბურთელები, ვიდრე მწვრთნელმა. მოთამაშეებზე უკეთ ვიცით, როგორ უნდა მიიღო ბურთი და ჩააწოდო.
აი, მაგალითად, მთელი 190 ადამიანი (პუბლიკაციის დროს) ჯონი ევანსზე უკეთ იცავს გუნდს.
მაგრამ გთხოვთ 10-ჯერ დაფიქრდეთ და მწვრთნელისა და მოთამაშეების მისამართით მრისხანე ციტატები მხოლოდ ამის შემდეგ დაწეროთ, რადგან შემდეგ შესაძლოა შეგრცხვეთ თქვენი ქმედების გამო.
ასეთი ცვლილებების პირობებში არასდროს ვყოფილვართ. არ ვიცით რა არის გუნდის შენების სერიოზული პრობლემები. რადგან ჩვენს გუნდს გასაოცარი ადამიანი - სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. შეგეძლო მას უბრალოდ მინდობოდი, ხოლო ის, ვინც მის მიმართ კრიტიკას იმეტებდა, არაადეკვატურობის ავტომატს ირგებდა. თუმცა ფერგის დროსაც გვინახავს არანაკლებ საშინელი მატჩები, რუნი ნახევარდაცვაში, რუნი სათადარიგოთა სკამზე, ხოლო ქლევერლი სასტარტო შემადგენლობაში. ყველაფერს ვხედავდით, მათ შორის უფრო უარესსაც, უბრალოდ ვიცოდით, რომ ყველაფერი დალაგდებოდა.
არ გთხოვთ ულაპარაკოდ ენდოთ ვან გაალს, მაგრამ იქნებ ღირს პაუზა ავიღოთ და ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დროში?