თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2015, 17:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2870,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" 3-1 (ტაქტიკური განხილვა)
"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
"ბარნლისთან" მატჩი საოცარი გამოდგა. "მანჩესტერ იუნაიტედი" პატარა ბიჭს ჰგავდა.

თითქოს "რუნის საოცნებო" ვარცხნილობა გაქვს, საყვარელი ხარ, ნათესავები გაღმერთებენ, ბებია და დედა გივლიან, მაგრამ აი ფეხბურთის თამაში ზედმეტი წონის გამო რაღაც არ გამოგდის.

"ბარნლისთან" მატჩის ტრადიციული განხილვის დაწერას არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი რამდენიმე დღის წინ "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ უკვე ითქვა.

ნუთუ ღირს შევაქოთ დი მარია, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა, პენალტი გამოიმუშავა და საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ კარში გოლი მის შეცდომას მოჰყვა.

ნაცვლად დაცვის შეცდომის, სქემის არეულობისა და მოედანზე რუნის პოზიციის განხილვისა, მოგიმზადეთ მომენტები, რომელსაც შესაძლოა თქვენი ბაგის გაბადვრა და მცირედი მიუხვედრელობა მოჰყვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი"

რუნი და ევანსი

როგორც ცნობილია, კუთხურებიდან ჩაწოდება - ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნებისმიერი მოწინააღმდეგის იარაღია. ამ ვიდეოფრაგმენტში ერთბაშად ორი შესანიშნავი მომენტი მოხდა.

მაღალი ჩაწოდების დასაწყისშივე უეინ "პიტბული" აგებს ბრძოლას... ძირს.

ეპიზოდი კი ჯონი ევანსის ვერტიკალური გამოტანით სრულდება.



უეინ რუნი (კ)

მომდევნო მომენტში სრულიად გაუგებარია რატომ გადაიცვა დი მარიამ "ბარნლის" ნაცრისფერი ფორმა და რუნი ბავშვივით მოატყუა. როცა დააკვირდები, გამოჩნდება, რომ ეს არა ანხელი, არამედ სტუმარი გუნდის ფეხბურთელია.



"იუნაიტედის" დაცვა

მატჩის დასაწყისში კომენტატორს, დენის კაზანსკის მეტყველების უნარი წაერთვა. ალბათ ყველას ასე დაემართა, რადგან ამ ეპიზოდში გუნდის დაცვის მოქმედების ახსნა სრულიად შეუძლებელია. სამაგიეროდ, ეს მომენტი იდეალურად ერგება იმ ნივთებს, რომელსაც ყოველთვის გააკეთებდი.



როხო - საშინელი ზარბაზანი

როხოს დარტყმის გამოცდა რობინ ვან პერსის მოუხდა, რომელიც ნამდვილად არ ელოდა თანაგუნდელისგან ასეთ "ღალატს".



"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"

საერთო ჯამში, ეს ორი მატჩი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ცოდვა იქნება, რომ არ გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ჩვენი ბიჭები წინა ტურში.

ანხელ დი მარია

ინტერნეტში შეგიძლიათ არაერთი ვიდეო ნახოთ, რომელშიც ასახულია, თუ როგორ აჩერებენ ჰაერიდან ჩამოვარდნილ ბურთს ხუან მატა და ანხელ დი მარია. არგენტინელს "ღვთიური დონის" ჩვენება მოუხდა, რათა ბურთი გაეჩერებინა. რა გამოვიდა, თავად ნახეთ:



მარკოს როხო

ჩვენი მეორე არგენტინელი მოედანზე ყოველთვის აჩვენებს თავდადებას, მაგრამ ტაქტიკური განსწავლა მარკოსს მაღალ დონეზე არ აქვს და ხშირად უშვებს შეცდომებს. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა საკმაოდ სასაცილო გამოდგა, საბედნიეროდ, ყველაფერი მხოლოდ ყვითელი ბარათით დასრულდა.



ბლინდი, დი მარია, რუნი

ნამდვილად ვიცით ვის გახედა როხომ "თავისიანის დაცხრილვისას". "ვესტ ჰემთან" მატჩში ეს ილეთი პირველად დეილი ბლინდმა გამოიყენა, რომელმაც პირდაპირ დი მარიას გაარტყა.

ეპიზოდის ბოლოს რუნი უკანასკნელ მატჩებში თავის საყვარელ ილეთს აჩვენებს - ჩადი სხვის ზონაში და ხელი შეუშალე პარტნიორს!



P.S.

იმედი გვაქვს, რომ ამ ეპიზოდებს შეხედავთ და ღიმილით გაიხსენებთ. დიახ, გუნდი არ თამაშობს კარგ ფეხბურთს, ან საერთოდ არ თამაშობს. ხშირად, ჩათვალეთ ყოველთვის, ჩვენ უკეთ ვიცით როგორ უნდა განლაგდნენ ფეხბურთელები, ვიდრე მწვრთნელმა. მოთამაშეებზე უკეთ ვიცით, როგორ უნდა მიიღო ბურთი და ჩააწოდო.

აი, მაგალითად, მთელი 190 ადამიანი (პუბლიკაციის დროს) ჯონი ევანსზე უკეთ იცავს გუნდს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" 3-1 (ტაქტიკური განხილვა)


მაგრამ გთხოვთ 10-ჯერ დაფიქრდეთ და მწვრთნელისა და მოთამაშეების მისამართით მრისხანე ციტატები მხოლოდ ამის შემდეგ დაწეროთ, რადგან შემდეგ შესაძლოა შეგრცხვეთ თქვენი ქმედების გამო.

ასეთი ცვლილებების პირობებში არასდროს ვყოფილვართ. არ ვიცით რა არის გუნდის შენების სერიოზული პრობლემები. რადგან ჩვენს გუნდს გასაოცარი ადამიანი - სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. შეგეძლო მას უბრალოდ მინდობოდი, ხოლო ის, ვინც მის მიმართ კრიტიკას იმეტებდა, არაადეკვატურობის ავტომატს ირგებდა. თუმცა ფერგის დროსაც გვინახავს არანაკლებ საშინელი მატჩები, რუნი ნახევარდაცვაში, რუნი სათადარიგოთა სკამზე, ხოლო ქლევერლი სასტარტო შემადგენლობაში. ყველაფერს ვხედავდით, მათ შორის უფრო უარესსაც, უბრალოდ ვიცოდით, რომ ყველაფერი დალაგდებოდა.

არ გთხოვთ ულაპარაკოდ ენდოთ ვან გაალს, მაგრამ იქნებ ღირს პაუზა ავიღოთ და ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დროში?

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
12 თებერვალი 2015 18:00
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეს რა არი? წინა სტატიებს რა კარგად წერდა და აქ აშკარად უზარმაცია თან სერიოზულად.

ტააქ აქ რამდენიც არ უნდა ვწერო და ვლანძღო ბატონი ლუი, არაფერი შეიცვლება და კარგახანს კიდევ არაფერს შეცვლის! რაღაც არაამქვეყნიური ფილოსოფიის გაკეთება სურს ბატონ ლუის მაგრამ არ გამოსდის და არც გამოუვა!

ისე გუშინ ევანსი თამაშობდა თურმე, მეც არ გამიკვირდა მეორე ვინ დგას დაცვის ცენტრშითქო.
0
№2
ავტორი: Goginashvili777
12 თებერვალი 2015 18:04
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ვერ დავეთანხმები ! ბაბუ თუ ასეთ შეცვლას და რუნის სკამზე ან ნახევარში თამაშს გადაწყვეტტდა ან უჭირდა იმ პოზიციაზე მოთამაშეების გამოყვანა ან სულაც სხვას აძლევდა წინ თამაშის უფლება. არსენალთან გაიხსენეთ ? არაფრის მომტანი მატჩი და 7 მცველით გასული იუნაიტედი, რომელმაც მოიგო მატჩი ლონდონში ემირეითზე... ვან გაალი კი უბრალოდ დაპროგრამებულია ერთსა და იმავეზე და გამოსავალს ვერ ხედავს სსხვა მოთამაშეებში. ისე ძლიერ უნდა რო ყველა ვინც კი ვარსკვლავია, რუნი ვან პერსი, დი მარია, ფალკაო და მატა. ეს მოთამაშეები უფრო მაღალ საფეხუზე დგანან და ვაან გაალსაც უნდა ყველას ერთად თამაში, რადგან ფიქრობს რომ ის რომ მაგარია იმაზე უნდა იყოს მოედანზე და რა მნიშვნელობა აქვს რა პოზიციას მოირგებს ?? ათამაშეთ ვინგერები ! მომენატრა იუნაიტედი კაცი არ ხარ ? ვინგერი დააყენე ერთხელ და არ გინდა ეს დედა აფეთქებული 2 ფორვარდი 1 იყოს და კაი იყოს recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: RojoDiablo
12 თებერვალი 2015 18:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როგორც ვხედავ, კორენევი ან მშვენიერ ხასიათზეა, ან დაღლილია, რადგან საკმაოდ დააგვიანდა სტატიის დაწერა, მითუმეტეს, რომ განხილვა არ დაუწყია.

ეს ყველაფერი კარგია და საინტერესო სანახავი, მაგრამ არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ამდენი რამ, თუმცა არც ლაპარაკს აქვს აზრი.

როცა მატჩი დაიწყო, მეგონა, რომ რთული შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ მეხუთე წუთზე გოლის გატანით აზრი შემეცვალა... დროებით.

ბევრი ელოდა, რომ ადვილი შეხვედრა გვექნებოდა, მაგრამ ბევრს დაავიწყდა, რომ წელს ადვილად არაფერი ხდება ჩვენთვის.

ჯონსის ტრავმა არ გამხარებია, მაგრამ სანამ შეცვლიდნენ, მოასწრო და ორჯერ წააგო საჰაერო ორთაბრძოლა, რომელთაგან ერთ-ერთს მხოლოდ თავური ორთაბრძოლა თუ შეიძლება უწოდო. დასწრებაზე ძალიან ცუდი იყო და ასე რომ გაეგრძელებინა, არავინ იცის რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

შემოვიდა სმოლინგი და გაიტანა გოლი, მაგრამ დაემართა თითქმის იგივე, რაც პატრის ევრას ბაიერნთან შარშან ჩლ-ს საპასუხო მატჩში. ერთი სხვაობა ის იყო, რომ ბაიერნმა გამოიყენა მომენტები, ბანრლიმ ვერა. სწორედ ამაშია სხვაობა დიდ და პატარა გუნდებს შორის. კრისმა დაუშვა შეცდომა გოლის ეპიზოდში და დაუშვა შეცდომა პოტენციური გოლის ეპიზოდში, რომელშიც დე ხეამ კვლავ გაიბრწყინა. ეს ორი კი საკმაირია იმისთვის, რომ მცველის კრიტიკას მოჰყვე, მითუმეტეს ასეთი კალიბრის გუნდების წინააღმდეგ.

პედიზეც მინდა რაღაც ვთქვა. კემბრიჯთან ბევრმა ვნახეთ, რომ მარჯვნივ კარგად ითამაშა, მაგრამ ყველას დაგვავიწყდა ვინ იყო მოწინააღმდეგე და ის, რომ ერთი მატჩით არ უნდა შეაფასო ფეხბურთელი. ქონი იყო პირველი, ვინც თქვა (რაც მე ვნახე), რომ ოცნების კოშკებს ნუ ავაგებთ ამ ერთ თამაშზე. კაიტლიმ ძალიან დაჩაგრა პედი. გრძელი პასებით მარტივად იჭრებოდა ახალგაზრდა მცველი და როცა გარბოდნენ, შემდეგ სისწრაფე არ ჰყოფნიდა, რომ დაწეოდა მოწინააღმდეგეს. წინ თამაშს რაც შეეხება, ძალიან იბნეოდა და ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. გარდა ამისა, 55-ე წუთზე იყო ერთი ეპიზოდი, როცა დაცვაში ბურთი ეჭირა და ვერ მიხვდა რა ექნა, უბრალოდ ადგა და ბურთი მოიშორა.

რუნის ბარათი მე პირადად გამიხარდა და იმედია საბოლოოდ ნახავს ლუი, რომ მის ნაცვლად ამ პოზიციაზე სხვა გაცილებით უკეთ ითამაშებს.

მომდევნო 3 ქულა მოვიპოვეთ და ამას გილოცავთ, მომავალში კი იმედის თვალით გავიხედოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
12 თებერვალი 2015 18:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაღაც მომენტში ვეთანხმები, ისე რა უნდა დაეწერა იგივე იყო რაც 3 დღის წინ თამაში და მეტი რა უნდა დაემატებინა, უბრალოდ ირონია დაამატა. ეს ეტყობა ჩვენს ჯუგფშია და მაგიტომ გაიმეტა ასეთი სიტყვები lol

მაგრამ გთხოვთ 10-ჯერ დაფიქრდეთ და მწვრთნელისა და მოთამაშეების მისამართით მრისხანე ციტატები მხოლოდ ამის შემდეგ დაწეროთ, რადგან შემდეგ შესაძლოა შეგრცხვეთ თქვენი ქმედების გამო
.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 თებერვალი 2015 18:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიდეო მასალა კაია მამენტ უფრო ხშირად თუ გამოიყენებს კარგი იქნება

დღეს დაეზარა და არ შეარჩინოთ ეხლა wink ისე საკმაოდ ბევრი შეცდომები იყო და შეეძლო ბევრ რამეზე ესაუბრა, მარა არაუშავრს, მაინც კარგი გამოვიდა

ევანსზე რა ცუდი რაღაც დაწერა ისე wink
0
№6
ავტორი: Wardell
12 თებერვალი 2015 18:40
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კორენევი ცალკე თემაა, მობეზრდა მგონი ამდენი სისულელის აღნიშვნა.

რაც შეეხება მატჩს და ტაქტიკას, სრული ქაოსია. არავინ არ იცის რატომ დგას ამა თუ იმ პოზიციაზე და რა მოვალეობას ასრულებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში იციან, მაგრამ აშკარად არ არიან იმ ტიპის რომელსაც ავალებენ.

მართალია 4-4-2-ზე გადავედით, თუმცა მარტო ფორმაციის შეცვლა არაფერს ნიშნავს, რადგან ყველაფერს თავის ტაქტიკა და ანალიზი სჭირდება. 4-3-3-ით თამაშობს როგორც სტოკ სიტი, ისე ბარსელონა, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება რომ ეს ორი გუნდი რადიკალურად განსხავვებულ თამაშს აჩვენებს. ამიტომ მარტო 4-4-2-ის ძახილი და ფორმალურად ფურცელზე ამის გადატანა სრული სისულელეა.

კიდევ ერთი, ფეხბურთელებს სრულიად შეცვლილი აქვთ არამხოლოდ აპლუა არამედ, სტილიც. ვიღაც მეტყვის რომ გუნდს უნად მოერგოს ფეხბურთელი და არა ფეხბურთელი გუნდსო, თუმცა ვხედავთ ამან რა შედეგამდეც მიიყვანა რუნი. იგივეა ფალკაოსთან დაკავშირებითაც, არაფრით არ ვამართლებ მის ცუდ თამაშს ამით, უბრალოდ ან იქ ათამაშოს სადაც იცის, ან საერთოდ სკამზე დასვას. ფალკაო არ არის ჟირუ ან სხვა ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფორვარდი, რომელიც თითქმის თავის ნახევარზე 3-4 კაცში მიიღებს ბურთს მოტრიალდება შეცვლის შეტევის მიმართულებას და ისევ წინ გაიქცევა გასატანად. არა კოლუმბიელი ესეთი არასდროს ყოფილა დავერც იქნება. ამიტომ იმედგაცრუება და მსგავსი წოდებები მგონი ლუი ვან გაალს და ჯონი ევანსს უფრო ეკუთვნით ვიდრე რადამელს.

My Webpage აი ეს არის ფალკაოს თამაში, სადაც 100-დან 100 პლეიმეიკერი იდეალურ პასს გააკეთებდა, თუმცა რუნიმ შემობრუნება და უკან პასი არჩია :(((( My Webpage

კიდევ ერთი რამ რაც ძალიან არ მომწონს, ეს არის კუთხურების დროს მთელი გუნდით საჯარიმოში ყოფნა. ამას ორი მინუსი აქვს. ერთი ის რომ ფეხბურთელები ერთმანეთს უშლიან ხელს ად მეორე ის, რომ ფაქტობრივად კონტრ შეტევაზე გაქცევის გზა მოჭრილია, რადგან შემტევები მეკარეზე უკან იმყოფებიან.

მოსაფიქრებელია რაღაც, რაც გვიხსნის სტანდარტულებზე სახიფათო მომენტებისგან. არ შეიძლება ყველა გუნდი გვჩაგრავდეს ამ კომპონენტში. თუ ერთი-ერთზე არ შეუძლიათ მაშინ ზონურ დაცვას მიმართონ და იქნებ ამით მაინც მოგვარდეს პრობლემა.

მოკლედ არ ვიცი ძალიან იმედგაცრუებული ვარ უკვე, არადა ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა დრო გადის და პროგრესი თითქმის არ არის.
0
№7
ავტორი: vincent
12 თებერვალი 2015 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ტრაგი-კომეიდა დაუწერია ამ კაცს wink
0
№8
ავტორი: Jubo
12 თებერვალი 2015 21:22
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რაარი ეს, ვისგან მოიპარე დუმბო ეს წამოწყება? -_-
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: Malboro463
12 თებერვალი 2015 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ეს ვიდეოები მაგარი სასაცილოა. სმოლნგი მაგარი კაცია
0
№10
ავტორი: Count Alucard
12 თებერვალი 2015 22:49
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Goginashvili777,
ეგ თამაში ოლდ ტრაფორდზე იყო 7 მცველით რომ გავედით, 2-0 მორჩა.

ვიდეოებს ხმა არ აქვს და ჩემი კომპის ბრალია თუ საერთოდ ეგრეა? lol

RojoDiablo,
პედი ჯერ 19 წლისაა და პირველ სეზონს ატარებს ძირიტად გუნდში, პოტენციალი აშკარად აქვს და იმედია ზოგ-ზოგიერთებივით არ გაანიავებს, ოცნების კოშკების რა გითხრა და და დიდ იმედებს კი ვამყარებ მაგ ბიჭზე.

დაცვაში აშკარად გვჭირდება ვინმე "ბურჯი" ფეხბურთელი როგორც ვიდიჩ იყო და როგორც რიო, ძლიერი და ქარიზმატული რომ დაცვის გული იყოს, არც ჯონსს არც როხოს არც სმოლინგს და მით უმეტეს ევანსს სტაბილური თამაში და ამ "ბურჯის" როლის მორგება არ შეუძლიათ როგორც ჩანს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top