19 წლის ნახევარმცველმა საიდო იანკომ, რომელიც "იუნაიტედმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ბოლტონში" გაანათხოვრა, სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. საბოლოოდ "ბოლტონმა" "ფულჰემს" დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 სძლია.
"ბოლტონის" მწვრთნელმა იანკოს შესახებ მატჩის შემდგომ მცირე კომენტარი გააკეთა:
"დებიუტში მან გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ვფიქრობ იგი საკუთარი შედეგით კმაყოფილია. თუმცა როგორც ფეხბურთელი, უცნობია თუ რისი გაკეთება შეუძლია მას კიდევ. საიდო მაღალი დონის მოთამაშეა."