პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც "იუნაიტედის" მხრიდან სამი მოთამაშე მოხვდა. კრის სმოლინგი, რომელმაც ორი გოლის გატანა შეძლო და გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა, იმსახურებდა ამ სიაში მოხვედრას, ისევე როგორც ანხელ დი მარია, რომელმაც ბოლო რამოდენიმე ტურისგან განსხვავებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდა პედი მაკნეირი, რომელიც აქტიური იყო გასულ ტურში და მისმა კარგმა თამაშმა უკვალოდ არ ჩაიარა.