"საუთჰემპტონის" მწვრთნელი, რონალდ კუმანი მიიჩნევს, რომ ვან გაალი ტყუილად ხარჯავს ენერგიას, როცა ჩაწოდებებით თამაშის განხილვისას თავს იცავს.
"ბოლეინ გრაუნდზე" კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ, "ვესტ ჰემის" მწვრთნელმა, სემ ელერდაისმა დაიჩივლა, რომ მისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედის" პრიმიტიულ ტაქტიკას ვერ გაუმკლავდა.
ეს სიტყები ვან გაალმა "ბარნლისთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიმოიხილა და სტატისტიკური მონაცემები მოიშველია. კუმანს კი მიაჩნია, რომ მისი თანამემამულე ტყუილად იცავს თავს ელერდაისის სიტყვებისგან.
"კვირას გამართულ მატჩს ვუყურე. ვფიქრობ, "ვესტ ჰემი" ძალიან კარგად თამაშობდა და ფიზიკურად უკეთესი იყო. შესაძლოა ეს იმაზეა დამოკიდებული, გამოდის თუ არა სასტარტოში კეროლი. მაგრამ აჩვენეს, რომ ამ მოთამაშის გარეშეც კი თამაშობენ კარგ ფეხბურთს.
ვფიქრობ, "ვესტ ჰემს" ყოველთვის აქვს თამაშის სხვადასხვა ვარიანტი. შენ, როგორც მწვრთნელს, უნდა შეგეძლოს არსებული ფეხბურთელების საუკეთესო უნარების გამოყენება. ყველაზე ადვილი ბურთის ჩაგდებით თამაშია, რასაც ხანდახან ჩვენც მივმართავთ, როცა მოედანზე პელეა. ეს საშუალებას გაძლევს, მოწინააღმდეგის საჯარიმოს ერთი პასის ხარჯზე მიუახლოვდე.
კომბინაციური ფეხბურთის ჩვენება ყოველთვის უმჯობესია, მაგრამ როცა მოედანზე კეროლისა და ფელაინის მსგავსი ფეხბურთელი გყავს, ეს კარგი ვარიანტია.
თუ ვინმე ტაქტიკაზე საუბრობს, ის ტყუილად ხარჯავს ძალებს. მე ძალები მოთამაშეებისთვის მჭირდება და არა პრესისთვის." - განაცხადა კუმანმა.