კრის, კარგი თამაში და შეცვლაზე მოულოდნელი შემოსვლა.
დიახ, ამას არ ველოდი. პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. გაგვიმართლა, რომ შესვენებაზე ანგარიშში დაწინაურებულები გავედით. მაგრამ მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩავატარეთ. უნდა ვისწავლოთ დასაწყისიდანვე ასე თამაში.
ყოველთვის რთულია შეცვლაზე გამოსვლა, თქვენ კი მაშინვე გოლი გაიტანეთ...
დიახ, პირველი შეხებით! გამიმართლა. გოლმა თავდაჯერებლობა მომანიჭა, მაგრამ პირველი ტაიმი საბოლოო ჯამში ცუდი გამოდგა.
უქმეებზე გრძელი პასებით თამაში ფართოდ განიხილებოდა, მაგრამ 18 მატჩში გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, შესანიშნავი წაუგებელი სერიაა.
დიახ, ეს დიდებულია. დღეს, ალბათ, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ როგორც ჩვენმა მწვრთნელმა სთქვა, შეიძლება ცუდად ითამაშო და მაინც მოიგო. ასეც მოხდა.
უნდა შევაქოთ "ბარნლიც": ადვილი გასეირნება არ გქონიათ.
დიახ, სირთულეები შეგვიქმნეს, აქტიურად მიმართავდნენ პრესინგს და პირველ ტაიმში რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვპოულობდით.
სიმართლე თქვით: როცა პენალტი დაიდო და დასარტყმელად ვან პერსი მივიდა, ხომ არ გაგიჩნდათ მის ადგილას ყოფნისა და ჰეთ-ტრიკის გაფორმების სურვილი?
ო, არა, ნიშნულთან მისვლის არავითარი შანსი არ მქონდა.
ორშაბათს "პრესტონ ნორტ ენდი" გელოდებათ. ლუი ვან გაალს თასის მოგება სურს. ფეხბურთელებსაც ეუბნება ამის შესახებ?
დიახ. თასი - ეს არის ტურნირი, რომელში გამარჯვებაც ნებისმიერ გუნდს შეუძლია და კარგი შანსი გვაქვს. ახლა დასვენებისთვის რამდენიმე დღე გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩებში სირთულეებს უკეთ გავუმკლავდებით, ვიდრე დღეს.