თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2012, 10:47
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2646,
კომენტარები: 11
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "სუონსთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "სუონსთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ტრავმირებულები
"წითელი ეშმაკები" ბრაზილიელ მცველს რაფაელს მოუწევს "სუონსთან" მატჩის გამოტოვება,რადგან მან პატარა დაზიანება მიიღო მუხლზე.მიუხედავად იმისა,რომ ნემანია ვიდიჩის დაბრუნების დებიუტი შედგა "სანდერლენდთან" მატჩში,ამის შემდგომ მან ისევ იგრძნო ტყივილები მუხლზე და შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბ მცველსაც მოუწიოს კვირის მატჩის გამოტოვება.ისევ ტრავმირებულია პორტუგალიელ ვინგერი ლუიშ ნანი,რომელსაც "სუონსთან" მატჩში სერ ალექს ფერგიუსონი ვერ დაეყრდნობა.ხოლო რაც შეეხება ჯონი ევანსი,რომელმაც კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა უკვე მზად არის დასაბრუნებლად და ალბათ მას კვირას მოედანზე ვიხილავთ.

"ჩემი აზრით კვირას "სოუნსთან" მატჩში მოედანზე ვიხილავთ ჯონი ევანსს,რომელსაც მცირეოდენი ტრავმა ჰქონდა.იაპონელი შინჯი კაგავა გუნდთან ერთად ვარჯიშს ორშაბათიდან დაიწყებს,რაც ძალიან სასიხარულოა.ნემანია ვიდიჩს კვლავ სჭირდება დასვენება და ოპერაციის შემდეგ მუხლის განტვირთვა ასე,რომ მისი დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია.კვირას მატჩში მოედანზე გამოვიყვანო სმოლინგი,ჯონსი და ევანსი - ეს ძალიან კარგი ვარიანტი იქნება.ხოლო რაც შეეხება რაფაელს მან ჯერ კიდევ ვერ აღმოფხვრა მუხლის ტრავმა ამიტომ მას ალბათ "სოუნსთან" მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ახალი ამბები პოლ სქოულზე,რაიან გიგზე და რიო ფერდინანდზე.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრესაში იწერებოდა იმის შესახებ,თითქოს პოლ სქოულზმა და რაიან გიგზმა გადაწყვიტეს დიდი ფეხბურთიდან წასვლა.ამ ინფორმაციის წყაროდ პოლ სქოულზის მეგობარი მიიჩნეოდა.გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო,თითქოს პოლ სქოულზმა თავის მეგობარს უამბო ამ ყველაფრის შესახებ ხოლო ამის შემდეგ ეს ინფორმაცია საჯარო გახდა.ეს ყველა ჭორი სერ ალექს ფერგიუსონმა უარყო წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

"დავიჯერო პოლ სქოულზი,რომელიც ყოველთვის ცოტას ლაპარაკობს თავის გადაწყვეტილებს ისე იტყოდა,რომ ყველა გაზეთში დაწერილიყო? დარწმუნებული ვარ თუ პოლი გადაწყვეტს დიდი ფეხბურთიდან წასვლას ამის შესახებ პირველი მე გავიგებ.ასე,რომ შეგიძლიათ ჩათვალოთ,რომ ეს მორიგი ჭორი იყო."

"მე ვფიქრობ,რომ რაიან გიგზს კიდევ შეუძლია 1 სეზონი ჩაატაროს ჩვენთან ერთად.რიო ძალიან კარგად არის მომზადებული ფიზიკურად იმის მიუხედავად,რომ მან ძველებური სისწრაფე დაკარგა ის მაინც ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება და არამგონია მას ფეხბურთიდან წასვლა სურდეს და თუ ეს ესე არის მე აუცილებლად გავიგებდი ამის შესახებ,ამიტომ თქვენ შეგიძლიათ არ იფიქროთ ამის შესახებ."

ჯონი ევანსის ახალი კონტრაქტი
გუშინ ჯონი ევანსმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რისი მიხედვითაც იგი კლუბში 2016 წლამდე დარჩება. 24 წლის მცველმა "ეშმაკების" ფორმით უკვე 141 შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი 2007 წელს, "ქონვერტი სიტისთან" შედგა.

"ჯონი ევანსმა ამ სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ პირველი გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდეს. მოხარული ვარ, რომ მან კონტრაქტი გაახანგრძლივა"


წყარო : Redevils.Ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
22 დეკემბერი 2012 10:48
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
უჰჰ კარგია პოლზე და რაიანზე ყველაფერი ჭორი იყო yahoo2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Berba 9
22 დეკემბერი 2012 10:55
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ევანსის ამბავი გამიხარდა:) კაი მცველია რა და უნდა დააფასოს ყველამ:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: Lukza
22 დეკემბერი 2012 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
აუ აუ ვიდიჩიი :(((
0
№4
ავტორი: Vodafone
22 დეკემბერი 2012 12:04
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეეჰ ვიდა სასწრაფოდ გვინდა კარგ ფომაში
0
№5
ავტორი: Ví Ví
22 დეკემბერი 2012 12:26
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ საღოლ მართლა საღოლ საიტი მუშაობს უმაღლეს ტემპში და თან ძაან ხარისხიანად რაც ძალიან შესამჩნევია ვერცერთი ქართული საიტივ ერ შეგვერდრება. good2
0
№6
ავტორი: Shako Jones
22 დეკემბერი 2012 12:54
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ვიდიჩი ;(
0
№7
ავტორი: R.v.Persie
22 დეკემბერი 2012 12:58
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ვიდიჩის ტრავმა უმეტეს შემთხვევაში მოურჩენელია და მგონი ვიდაც სწორედ იმ უმეტესობის რიცხვში შედის და მაგრად ტეხავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№8
ავტორი: love united
22 დეკემბერი 2012 13:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეე ვიდას რა ჭირს ესეთი...
0
№9
ავტორი: Lev
22 დეკემბერი 2012 13:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
კვირას მატჩში მოედანზე გამოვიყვანო სმოლინგი,ჯონსი და ევანსი - ეს ძალიან კარგი ვარიანტი იქნება>>>>>სუონსისთვის შეიძლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№10
ავტორი: Red Hooligan
22 დეკემბერი 2012 13:47
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
love united,
ის ბაზელთან რო ტრავმა ჰქონდა კიდევ აწუხებსო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top