"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, ლუის ვან გაალმა სოლიდარობა გამოუცხადა "წითლების" ფანებს "ბარნლისთან" შეხვედრის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" შეძლო გამარჯვება გასულ ტურში, გულშემატკივარმა იხილა ყველაზე ცუდი შეხვედრა მიმდინარე სეზონში. ვან გაალი აღიარებს, რომ "იუნაიტედის" თამაში შორს იყო იდეალურისგან.
"მე არ მომეწონა დღევანდელი მატჩი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არის შედეგი, მაგრამ ეს არ იყო ის რასაც ხალხი ელოდა, თუმცა მე ვხედავ პროგრესს ყოველი მატჩის შემდეგ"
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჩემმა ფეხბურთელებმა ვერ ითამაშეს კარგად, მაგრამ მათ შეძლეს გოლის გატანა საჭირო დროს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გაგვიმართლა პირველ ტაიმში, ხოლო მეორე ნახევარში ცოტა უკეთ გამოვიყურებოდით. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ არ მივეცით ნება მეტოქეს, რათა შეექმნათ სახიფათო მომენტი, უბრალოდ "იუნაიტედმა" უფრო ბევრჯერ შეძლო ამის გაკეთება."
"მართალია ჩვენ გამოვიყურებოდით არც თუ ისე კარგად, მაგრამ რა შეიძლება ითქვას გამარჯვების შემდეგ ? როდესაც თქვენ ითამაშებთ ცუდად და გაიმარჯვეთ მატჩში, ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კარგი გუნდი გყავთ" - განაცხადა ვან გაალმა "Sky Sport"თან ინტერვიუში.