თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2015, 21:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2314,
კომენტარები: 9
დიბალასადმი ინტერესი დადასტურდა
"მანჩესტერ იუნაიტედს" დიბალა სურს.
დიბალასადმი ინტერესი დადასტურდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "პალერმოს" თავდამსხმელს, პაულო დიბალას აკვირდება, რომლის ფასი 30 მლნ. ფუნტია.

კლუბის სკაუტები "პალერმოსა" და "ინტერის" თამაშზე იმყოფებოდნენ, სადაც მილანური კლუბის თავდამსხმელს, მაურო იკარდისაც აკვირდებოდნენ, რომელმაც მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა.

21 წლის დიბალას, რომელსაც არგენტინაში ახალ აგუეროს უწოდებენ, როგორც თავდამსხმელის, ისე მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში და ძალიან წარმატებულადაც.

არგენტინელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ასეთი შედეგი "ოლდ ტრაფორდს" უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

"არსენალი", "ტოტენჰემი" და "ლივერპული" ასევე იჩენენ ინტერესს ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ და "პალერმოს" პრეზიდენტმა, მაურისიო ძამპარინიმ დაადასტურა, რომ დაინტერესებულ გუნდთა რიცხვში "მანჩესტერ იუნაიტედიც" შედის.

"დიბალა 40 მლნ. ევრო ღირს, მაგრამ ივნისადმე მის გაყიდვას არ ვაპირებ. რამდენიმე უცხოური გუნდი ინტერესდება მისით და მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც".

ინგლისურ გუნდს ვუთხარი, რომ ახლა მის გაყიდვას არ ვაპირებთ, მაგრამ მოლაპარაკებები შეგვიძლია 6 თვეში დავიწყოთ. ჩემი აზრით, ევროპაში ახლა ის საუკეთესო თავდამსხმელია."
- აცხადებს ძამპარინი.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: A.HERRERA
11 თებერვალი 2015 21:11
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
ეს ან კეინი დავითრიოთ სამომავლოდ გამოგვადგება ორივე
0
№2
ავტორი: love united
11 თებერვალი 2015 21:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა დიბალა კეინია აგერ 2მეტში, დროზე გადმოწიეთ, ან ლაკაზეტი იყიდეთ, რა 40 მილიონი.
0
№3
ავტორი: Goginashvili777
11 თებერვალი 2015 21:53
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
დიბალა არა ჩუბალა ! ჰარი დაიდოს და პოგბა + ჰუმელსი 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: GeorgeBest
11 თებერვალი 2015 23:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიბალა კი არა კეინს მიხედონ ტიპმა დაიმხო პრემიერ ლიგა

სანამ რეალი გამოიხედავს ამგისკენ დავითრიოთ wink
0
№5
ავტორი: Wardell
11 თებერვალი 2015 23:30
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რაის დიბალა და ჩობანი კიდე, კეინი ან ბერაჰინო მოიყვანონ!!! 100-დან 3 ამართლებს სერია ა-დან პრემიერ ლიგაში :/ და არამგონია ეს იმ სამში შევიდეს.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
12 თებერვალი 2015 01:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
100-დან 3 ამართლებს სერია ა-დან პრემიერ ლიგაში :/


და ლიგა 1-დან 1-დან 1 ვერ ამართლებს. აქ, ჩამახველა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
12 თებერვალი 2015 11:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს არ ვიცი, მაგრამ კეინი რომ წამოსაყვანია 100იანია ეგ. ოღონდ მაქამდე ფალკაოა გასაშვები.
0
№8
ავტორი: Manc
12 თებერვალი 2015 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
რა კეინები და ბერაჰიოები გინდათ ამ კომენტარებს ბავშვები წერთ ხო უეჭველი? ბერაჰიოო როჟებმა და კეინიო 1 სეზონიანი

jackie

jackie
0
№9
ავტორი: AkkRed
12 თებერვალი 2015 13:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Manc,

ათ-ათ სეზონიანი ვან პერსი და ფალკაოც გვყოფნის კარში დარტყმა რომ არ აქვთ მთელი 90 წუთის განმავლობაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top