ლუი ვან გაალი რუნის პოზიციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უეინს ნახევარდაცვაში მხოლოდ დროებით გამოიყენებს.
ნახევარდაცვის პოზიციაზე მოთამაშე რუნიმ ჯერ-ჯერობით გოლის გატანა ვერ შეძლო. "ბარნლის" წინააღმდეგ მატჩამდე კი ლუიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ყველაფერი, ფალკაოსა და ვან პერსის შეწყვილების გამო გააკეთა.
"მე შემადგენლობის შეცვლა ყოველ კვირა შემიძლია. ეს ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. როცა მინდორზე ფალკაო არ გამომყავს მეკითხებიან: "სად არის რადამელი?", ასეთი ხდება ვან პერსის დროსაც. რუნის ნახევარდაცვაში გადაყვანამდე ვიცოდი, რომ იგი აქ ბევრ გოლს ვერ გაიტანდა."-განაცხადა ჰოლანდიელმა