მარკო როისმა "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.
მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელის გადაბირების შანსი ლუი ვან გაალს კიდევ უფრო გაეზარდა, რამეთუ მისმა თანაგუნდელმა "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" უფრო მეტი შანსი ეძლევა მატს ჰუმელსი შეიძინოს, რადგან გერმანულ კლუბს უკვე შეუძლია მარკო როისის თაობაზე აღარ იდარდოს, რამეთუ ამ უკანასკნელმა "ბორუსიასთან" 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2011 წელს ბუნდესლიგის მოგების შემდეგ "ბორუსიამ" არაერთი ლიდერი ფეხბურთელი დაკარგა.
ნური შაჰინი 2011 წელს "რეალს" შეუერთდა, მომდევნო წელს შინჯი კაგავა "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძინა, მიუნხენის "ბაიერნმა" კი მარიო გიოტცე 2013 წელს გაიფორმა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკი უფასოდ გადაიბირა.
როისის წინა კონტრაქტი ფეხბურთელის გამოსყიდვისთვის საჭირო თანხად 20 მლნ. ფუნტს ასახელებდა, თუმცა "შავ-ყვითლებს" უკვე შეუძლიათ გერმანელის ასეთ თანხად გაშვებაზე არ იდარდონ.
26 წლის ჰუმელსს რაც შეეხება, "ბორუსიას" კაპიტანი ჯერ არ აპირებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას, ამჟამინდელი კი 2017 წელს იწურება.
შეგახსენებთ, რომ მატსი ლუი ვან გაალის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ ითვლება და ჰოლანდიელი მზადაა ფეხბურთელში 47 მლნ. ფუნტი გადაიხადოს.
პრესის ცნობით კი, მარკო როისის ახალი კონტრაქტი გერმანიის ნაკრების მცველის მიერ კლუბის შეცვლის ალბათობას უფრო ზრდის.
წყარო:
M.E.N.