დღეს დღეობით "მანჩესტერ უნაიტედი" თავის უახლოეს მდევარს "სიტის" 6 ქულით უსწრებს, საშობაო პერიოდში მოდის თამაშები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს. შოტლანდიელი სპეციალისტვის აზრით მას ჭირდება რომ ყველა ფეხბურთელმა კარგად გაიაროს ეს პერიოდი."ამ პერიოდში ყველა შენს მეტოქესთან გაქვს პრობლემები,განრიგი არის ძალიან მჭიდრო, ეჭვი არ მეპარება რომ იქნება ერთი თამაში, რომელშიც იქნება იგივე შემადგენლობა რაც წინაზე, მაგრამ ცვლილებები იქნება ყველა თამაშში. ციტირებს სერ ალექსის სიტყვებს manutd.com.
ფერგიუსონმა აღიარა რომ მაიკლ კერიკი მზად არის თამაშისათვის "სუონსის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა რომ მან ვერ დაასრულა წინა თამაში "სანდერლენდის" წინააღმდეგ:"მაიკლმა იგრძნო მუხლის ტკივილი, ამიტომ გადავწყვიტე გამეყვანა მოედნიდან "სანდერლენდის" წინააღმდეგ.
უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" აჩვენა ალბათ მისი საუკეთესო თამაში სეზონში რომელმაც დაამარცა "ნიუკასლი" სტუმრად, ფერგიუსონი მიიჩნევს რომ ამ ფაქტის შემდეგ მისი ფეხბურთელები უნდა გამოცოცხლდნენ:"ეს იყო გაღვიძების მოწოდება ჩვენთვის, კარგია რომ მივიღეთ მოწოდება რომ ჩვენი ფეხბურთელებმა არ დაისვენონ".
ფერგიუსონმა ასევე შეაქო "სუონსი":"ჩვენ ვხედავთ სიონსის შედეგებს და ისინი კარგად პროგრესირებენ, ისინი გამოირჩევიან გამბედაობით, კვირას მატჩში ჩვენ ვნახავთ ძალიან კარგ ფეხბურთს".