"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და ამჟამად უკვე "ბარნლის" მცველი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ის ეშმაკობებს მიმართავს, რათა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დადებით შედეგს მიაღწიოს.
პრემიერ ლიგის 25-ე ტურში შონ დაიჩის გუნდი "ოლდ ტრაფორდზე" "წითელ ეშმაკებს" ეწვევა და შეეცდება მეტოქეს პრობლემები შეუქმნას.
მაიკლ კინი, რომელიც "ბარნლიში" იჯარით განათხოვრების შემდეგ სრულფასოვან ტრანსფერს დასჯერდა, აცხადებს, რომ წარმატების მიღწევაში თავის ცოდნას გამოიყენებს.
"საშუალება მომეცა "ბარნლიში" გადავსულიყავი და პრემიერ ლიგაში პრაქტიკა მიმეღო. იჯარის ვარიანტი მქონდა, მაგრამ სრულფასოვანი კონტრაქტი ვარჩიე.
რატომ? ვფიქრობ, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემთხვევაში ჩემი ერთადერთი პერსპექტივა სათადარიგოთა სკამი იქნებოდა. იმ ფულს თუ გავითვალისწინებთ, რომელსაც "იუნაიტედი" ფლობს, ისინი ერთი ან ორი ცენტრალური მცველის შეძენას მოახერხებდნენ და ჩემი ისედაც მინიმალური შანსები ნულამდე დავიდოდა.
ოთხშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" პირველად გავალ "იუნაიტედის" მოწინააღმდეგის რანგში. რამდენიმე ეშმაკობები ვიცი, რომელიც იმედია, ჩემს გუნდს სარგებელს მოუტანს. "იუნაიტედის" თავდამსხმელების სათამაშო მანერას კარგად ვიცნობ, ეს კი უნდა დამეხმაროს." - განაცხადა მაიკლ კინმა.